დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

იტალია - კაპრი

  85

ხმელთაშუა ზღვის ზღაპარი - კაპრი

ხმელთაშა ზღვის გულში  არსებობს ადგილი, სადაც დრო თითქოს ნელდება, ხოლო ლურჯი ჰორიზონტი და კლდოვანი სანაპიროები ნამდვილ ზღაპარს ქმნის.

ეს კაპრია იტალიური ელეგანტურობის, ხელუხლებელი ბუნებისა და დახვეწილი დასვენების სიმბოლო.

ეს მათთვისაა, ვისაც უბრალოდ დასვენება არ ჰყოფნის. ვისაც უნდა იგრძნოს იტალია.

ულამაზესი ქუჩები, იტალიური მუსიკა, ზღვის ჰაერი, კაფეები, boat vibes და მომენტები, რომლებიც ფილმის სცენას ჰგავს.

კაპრის ისტორია, იმპერატორების კუნძული

კაპრის, როგორც დასასვენებელი ადგილის ისტორია, ორი ათასზე მეტ წელს ითვლის. სწორედ აქ გადმოიტანა რომის იმპერიის მართვის სადავეები იმპერატორმა ტიბერიუსმა მას იმდენად უყვარდა კუნძულის სიმშვიდე და მიუვალობა, რომ აქ 12 მდიდრული ვილა ააშენა.

მათგან ყველაზე ცნობილი, Villa Jovis (იუპიტერის ვილა), დღესაც ამაყად გადმოჰყურებს ზღვას მაღალი კლდიდან. ლეგენდის თანახმად, პარანოიდი იმპერატორი სწორედ ამ კლდიდან, რომელსაც დღეს „ტიბერიუსის ნახტომს“ უწოდებენ, ზღვაში აგდებდა მათ, ვინც მის რისხვას დაიმსახურებდა. დღეს იქ ასვლა ნიშნავს შეეხო ანტიკურ ისტორიას და დატკბე ხედით, რომელსაც ერთ დროს მსოფლიოს მმართველი უყურებდა.

მარადიული სიყვარული, კლდეები და ლიმონის სურნელი

ვერცერთი მოგზაურობა კაპრიზე ვერ იქნება სრული Faraglioni-ს გარეშე  ეს არის ზღვიდან ამოზიდული სამი გიგანტური კლდე. საინტერესოა, რომ თითოეულ მათგანს თავისი სახელი აქვს . შუა კლდეს ბუნებრივი თაღი აქვს, რომელშიც ნავები გადიან. მეზღვაურების ძველი ლეგენდა ამბობს, რომ თუ ამ თაღის ქვეშ გავლისას საყვარელ ადამიანს აკოცებთ, თქვენი სიყვარული მარადიული იქნება. უფრო მეტიც, მეცნიერული ფაქტია, რომ კლდეებიდან ყველაზე შორს მდებარე ერთ-ერთზე ბინადრობს იშვიათი, ლურჯი ხვლიკი (Podarcis sicula coerulea), რომელიც დედამიწაზე სხვაგან არსად გვხვდება და ფერი სწორედ კაპრის ცისა და ზღვის გამო იცვალა.

კრისტალური ზღვა და ადრენალინი სანაპიროს მიღმა

კაპრის ზღვა მხოლოდ სანახაობრივი არ არის, ის თავგადასავალია. კუნძულის ნამდვილი აღმოჩენა წყლიდან იწყება, სადაც ნავით სეირნობისას ნახავთ ლეგენდარულ მისტიკურ „ცისფერი გროტი“-ს (Grotta Azzurra), სადაც ნავი ვიწრო შესასვლელიდან სრულ წყვდიადში შედის, თუმცა წამებში წყალი შიგნიდან, ნეონისფერი, ჯადოსნური ლურჯი შუქით იწყებს ტონებას. ეს ის ადგილია, სადაც რომაელი იმპერატორები საკუთარ აბანოებს აწყობდნენ და სადაც წყლის ყოველი მოძრაობა ადრენალინისა და აღფრთოვანების ნაზავია.

ორი განსხვავებული სამყარო ერთ სივრცეშ

კაპრი გაძლევს არჩევანის თავისუფლებას, რომელიც სხვაგან იშვიათობაა. ერთ დღეს შეგიძლია გაატარო მაღალი მოდის ბუტიკებში, მდიდრულ იახტებზე და მსოფლიო დონის რესტორნებში, ხოლო მეორე დღეს დაიკარგო ანაკაპრის ხელუხლებელ ბუნებაში, სადაც მხოლოდ ძველი, ვიწრო ქუჩები, ადგილობრივი ხელოსნები და სრული სიმშვიდეა.

ღამის კაპრი

როდესაც მზე ჩადის, კაპრი იცვლის სამოსს და იწყება ნამდვილი იტალიური Dolce Vita (ტკბილი ცხოვრება). ცნობილი პიაცეტა (Piazzetta) ხდება მსოფლიოს ცენტრი, სადაც არომატულ ესპრესოს ან კაპრიულ ლიმონათს მიირთმევენ. ღამით კი კუნძული ცოცხლდება: ადგილობრივი რესტორნებიდან ისმის ცოცხალი მუსიკა, სადაც ყველა ცეკვავს და ერთობა ტრადიციული იტალიური სიმღერების ფონზე. აქ გართობა არის უშუალო, გულწრფელი და დაუვიწყარი. სიმშვიდე, სანთლებით განათებული ქუჩები, სადაც გრძნობ, რომ კუნძული მხოლოდ შენ გეკუთვნის და არა ათასობით სხვას.

 

მზის ჩასვლის რიტუალი

 

კაპრიზე მზის ჩასვლა ცალკე ხელოვნების ნიმუშია. საღამოს, როდესაც დღის ტურისტები კუნძულს ტოვებენ და აქაურობა მხოლოდ შენი ხდება, უნდა ახვიდე Punta Carena-ს შუქურასთან. სწორედ აქედან ჩანს, როგორ იძირება ცეცხლისფერი მზე პირდაპირ ზღვაში. ეს არის მომენტი, როდესაც დრო ჩერდება და ხვდები, რომ დასვენება მხოლოდ ფიზიკური განტვირთვა კი არა, შინაგანი ჰარმონიის პოვნაა.

კაპრი არ გთავაზობს უბრალოდ ადგილს რუკაზე ან ლამაზ სასტუმროს. ის გთავაზობს ცხოვრების სტილს, სადაც ყოველი წამი გააზრებული და ესთეტიკურია. რადგან ყოველი მოგზაურობა ახალი ისტორიაა, კაპრი კი გთავაზობს შანსს, დაწერო შენი ცხოვრების ყველაზე დახვეწილი, სათავგადასავლო და დაუვიწყარი ამბავი.

დაინტერესების შემტხვევაში გთხოვთ ეწვიოთ ლინკს

ავტორი ლიკა აბგაიძე

ატვირთვის თარიღი: 2026-05-22

arrow