Discover Georgia-ს სასწავლო ცენტრში წარმატებით დასრულდა 2026 წლის ივნისის თვის პრაქტიკის მესამე ნაკადი, რომელშიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ
ერთი თვის განმავლობაში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, აუდიტორიაში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გადაეტანათ, გაცნობოდნენ ტურისტული ინდუსტრიის ყოველდღიურ საქმიანობას, ემუშავათ პროფესიონალებთან ერთად და შეეძინათ ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც წარმატებული კარიერის საფუძველს ქმნის
ყველაზე დიდი შეფასება ჩვენთვის თავად სტუდენტების შთაბეჭდილებებია:
ანა კუპრაშვილი
„პრაქტიკამ მომცა შესაძლებლობა, რეალურად გამეცნო ტურისტული კომპანიის სამუშაო პროცესი და შემეძინა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება.“
მარიამ წურწუმია
„თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენე და განვივითარე კომუნიკაციის, დროის მართვისა და ტურისტული პროდუქტის შექმნის უნარები.“
ლიკა მახარაშვილი
„პრაქტიკამ მომცა პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობა და დამეხმარა ტურიზმის სფეროს უკეთ გაცნობაში.“
თამთა ჩოკოშვილი
„Discover Georgia-ში გავლილმა პრაქტიკამ მომცა შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამომეყენებინა და პროფესიული გამოცდილება შემეძინა, რომელიც მომავალ კარიერაში აუცილებლად გამომადგება.“
ანა პაქსაშვილი
„Discover Georgia-ში გავლილმა პრაქტიკამ მომცა შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა და პროფესიული უნარები რეალურ სამუშაო გარემოში განმევითარებინა.“
საბა ლაცაბიძე
„Discover Georgia-ში პრაქტიკამ რეალურად დამანახვა ტურისტული კომპანიის მუშაობის პროცესი და დამეხმარა პროფესიული უნარების განვითარებაში.“
ანა გვაზავა
„Discover Georgia-ში პრაქტიკამ მასწავლა, როგორ გადავაქციო ინფორმაცია იმ გამოცდილებად, რომელიც მოგზაურს ემოციურად დაამახსოვრდება.“
ოთო მანჯგალაძე
„Discover Georgia-ს სასწავლო ცენტრში პრაქტიკის პერიოდში შევიძინე ტურისტული მომსახურების ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება და განვივითარე პროფესიული უნარები, რომლებსაც მომავალ კარიერაში აუცილებლად გამოვიყენებ.“
თაკო ჯანაშვილი
„Discover Georgia-ში გავლილმა პრაქტიკამ სრულიად ახალი რაკურსით დამანახა ტურიზმის სფერო. აქ თეორიული ცოდნა რეალურ გამოცდილებად ვაქციე და პროფესიული უნარები, რომლებიც მომავალ კარიერაში დამეხმარება, მნიშვნელოვნად განვივითარე.“
თენგიზ მერაბიშვილი
„Discover Georgia-ში გავლილმა პრაქტიკამ მომცა შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჰამბურგის ტურისტულ მიმართულებაზე მუშაობა, სადაც ტურისტული პროდუქტის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება შევიძინე.“
გულიკო რაჯაბაშვილი
„Discover Georgia-ში გავლილმა პრაქტიკამ მომცა შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა რეალურ გამოცდილებად მექცია. განსაკუთრებით საინტერესო იყო სტამბოლის მუსიკალურ ტურზე მუშაობა, სადაც ვისწავლე, როგორ იქცევა იდეა სრულფასოვან და კონკურენტუნარიან ტურისტულ პროდუქტად.“
ლიკა თოდუა
„Discover Georgia-ში გავლილმა პრაქტიკამ მომცა შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამომეყენებინა. განსაკუთრებით საინტერესო იყო მადრიდის შაკირას კონცერტისთვის ტურისტული პაკეტის შექმნა, სადაც პრაქტიკაში შევისწავლე ტურისტული პროდუქტის დაგეგმვისა და შეთავაზების სრული პროცესი.“
ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ყოველი ახალი პრაქტიკის ნაკადი სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად იქცეს. სწორედ ამიტომ, Discover Georgia-ს სასწავლო ცენტრი აგრძელებს მომავალი ტურიზმის პროფესიონალების მომზადებას რეალურ სამუშაო გარემოში, სადაც ცოდნა გამოცდილებად, გამოცდილება კი წარმატებულ კარიერად გარდაიქმნება.
ვულოცავთ ივნისის მესამე ნაკადის თითოეულ პრაქტიკანტს პროგრამის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში არაერთ პროფესიულ წარმატებას!
#DiscoverGeorgia #TourismEducation #Internship #CareerStart #FutureProfessionals #Tourism #Hospitality #SEU
ატვირთვის თარიღი: 2026-07-08