დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

იტალია/შვეიცარია

მსოფლიოში

  1139

1124 Gel

                                                         

იტალია – შვეიცარია – ლიხტენშტეინის სამეფო

7 დღე/6 ღამე

მილანი – (ტბა მაჟორე)-(ვერონა) – ლიხტენშტეინის სამეფო – ციურიხი – (ლუცერნი) – (შტაიმ ამ რაინის ჩანჩქერი) – ბერნი – ტურინი-მილანი

 

მოგზაურობის დაწყების თარიღი : კვირა  2023

23.04, 07.05, 04.06, 02.07, 30.07, 03.09, 24.09, 22.10.23

კვირა

მილანი 

ჩაფრენა მილანში. აეროპორტში კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება წარწერა  Europe Voyage. მხოლოდ ადრეული რეისით ჩაფრენილთათვის შესაძლებელია დაორგანიზდეს სურვილისამებრ ექსკურსია: მოგზაურობა მაჟორეს თბაზე ნავით, ვიზიტი ისოლა ბელაში თავისი საოცარი ბოტანკურ ბაღით და ბორომეოს ჰერცოგის სასახლეში. ტრანსფერი და სასტუმროში  განთავსება. ღამისთევა სასტუმროში. 

ორშაბათი

მილანი - (ვერონა)

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. მსურველთათვის მოეწყობა ექსკურსია ვერონაში - მსოფლიოს ერთ-ერთ გასაოცარ  ქალაქში, რომელიც ითვლება რომეოსა და ჯულიეტას სამშობლოდ.  ექსკურსიის მსვლელობის დროს ჩვენ ვნახავთ ამფითეატრ არენას, რომელიც 40 წლით უფრო ძველია ვიდრე კოლიზეუმი და შედარებით უკეთ არის შემონახული. გავის თაღი, რომელიც რომაული პერიოდით თარიღდება. ჩვენ ვნახავთ რომეოს სახლს და გავივლით იმ გზას, რომელიც მან ჯულიეტასთან პაემანზე მისასველად გაიარა, დავდგებით მისი აივნის ქვეშ და ჩავიფიქრებთ სურვილებს.  ექსკურსია ვერონაში იძლევა დამატებით შესაძლებლობას ეწვიოთ გარდას ტბას,  ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ევროპული ტბის კურორტს, ბუნებრივი თერმული წყაროებით, ქალაქ სირმიონეში. გვექნება შესაძლებლობა გავცუროთ, ხოლო შემდგომ დავაგემოვნოთ უგემრიელესი ნაყინი. დაბრუნება სასტუმროში. ღამისთევა სასტუმროში. 

სამშაბათი

ლიხტენშტეინი-ციურიხი

საუზმე სასტუმროში. სასტუმროდან გამოსვლა (ბარგით). გადასვლა ციურიხში. გზად ლიხტენშტეინის სამთავროში გაჩერება. ლიხტენშტეინი - პატარა და საოცარი ქვეყანაა, რომლის ფართობიც შეადგენს 160 კვ,კმ.  სამი მეოთხედი ქვეყნის ნაწილისა უკავია მთებს. დედაქალაქის ისტორიული ცენტრის დათვალიერება თანმხლებ ჯგუფთან ერთად. ციურიხში - შვეიცარიის ფინანსურ ცენტრში. ექსკურსია ქალაქის ისტორიულ შუაგულში მეგზური თანხლებით. თავისუფალი დრო. ციურიხის მიმდებარედ არსებულ სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

ოთხშაბათი

(რეინის ჩანჩქერი - შტაიმ ამ რაინი -ლუცერნი ) 

საუზმე სასტუმროში. თავისუფალ დროს მსურველთათვის დღის პირველ მონაკვეთში დაიგეგმება ექსკურსია რეინის ჩანჩქრეზე და მის პირას გაშენებულ ზღაპრულ ქალაქ შტაინ ამში. დღის მეორე ნახევარში განხორციელდება მსურველთათვის ექსკურსია ლუცერნის ისტორიულ ნაწილში, რომელიც ცნობილია ხის ძველი ნაგებობებით და ხიდებით. ეს ნაგებობები კი გადაჰყურებენ მდინარე რეიმსის წყლებს. თავისუფალი დრო. სასტუმროში დაბრუნება. ღამისთევა სასტუმროში.

ხუთშაბათი

ბერნი

საუზმე სასტუმროში. სასტუმროდან გამოსვლა (ბარგით). გადასვლა შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში. მეგზურთან ერთად ქალაქის ცენტრში გასეირნება მოგცემთ შესაძლებლობას, რომ იხილოთ ძირითადი ღირსშესანიშნაობები რომელსაც მიეკუთვნება ცოცხალი დათვები, საათის კოშკი და ქვეყნის ყველაზე მაღალი ტაძარი. მსურველებს ექნებათ საშუალება, მოინახულონ ყველაზე ფოტოგენური ალპური სოფელი სახელად - გრუიერი და ასევე დააგემოვნონ იქაური გათქმული ყველი. იტალიაში გადასვლა, გზად გაჩერება ერთ-ერთ მედიდურ კურორტზე - შვეიცარიის ქალაქი მონტრეში, რომელიც განლაგებულია ჟენევის ტბის სანაპიროზე. ჟენევის ტბა კი ქვეყნის ყველაზე გრძელი სანაპირო ხაზია.  ამ ადგილს უდიდესი ისტორია აქვს, იქ დგას ფრედი მერკურის, ნობაკოვის და კიდევ მრავალი უნიჭიერესი და გამოჩენილი ადამიანის ძეგლები. შვეიცარიის ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობა - შილონის ციხე სწორედ ქალაქ მონტრეში მდებარეობს. ტურინის შემოგარენში, პიემონტის რეგიონში არსებულ სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

პარასკევი

ტურინი - მილანი

საუზმე სასტუმროში. გადასვლა ტურინის ცენტრში. ტურინი არის 20 ოლიმპიური თამაშის ცენტრი. ქალაქის ისტორიულ ცენტრში გასეირნება მეგზურის თანხლებით ან ლიცენზირებულ გიდთან ერთად ექსკურსია, სადაც ჩვენ ვნახავთ ბაროკოს სტილში შესრულებულ ისტორიულ ცენტრს, კასტელოს მოედანი - რომელიც ქალაქის გულში მდებარეობს, სავოის დინასტიის სამეფო სასახლეს, ოლე-ანტონელიანა საკრა სინდონეს საკათედრო ტაძარი თავისი კაპელით, სადაც ინახება ტურინის გარდამოხსნა. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ ექსკურსია სამეფო სასახლეში, რომელიც ერთ-ერთ მდიდრულ სამეფო რეზიდენციადაა აღიარებული. იქ გექნებათ საშუალება,  დაათვალიეროთ სამეფო აპარტამენტები, სავოიას გვარის მეფეების კარის არქიტექტორების ნამუშევრები, რომელთა სახელები შესულია მსოფლიო ხუროთმოძღვრების ისტორიაში. სამეფო იარაღიას პალატა განთქმულია 62-ფერიანი მარმარილოთი, იქ ინახება ცივი და ცეცხლსასროლი იაღარის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული კოლექცია. თქვენ იხილავთ საჭურველისა და ცხენის აღკაზმულობის ერთადერთ ექსპოზიციას მეფე კარლო ალბერტოს პირადი კოლექციიდან. ასევე შეძლებთ დუომოს ტაძრის კაპელაში მოხვედრას, ნახავთ არქიტექტორ გუარინო გუარინის მიერ დაპროექტებულ ბაროკოს სტილის ყველაზე ცნობილ გუმბათს  სადაც ინახებოდა გარდამოხსნა 1997 წლამდე. მილანში გადასვლა. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში. 

შაბათი

მილანი

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.

 

ტურის ღირებულება

436 ევრო ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში (გარეუბანში 3* სასტუმროებით)

650  ევრო ერთ ადამიანზე ერთ ადგილიან ნომერში (გარეუბანში 3* სასტუმროებით)

 

ღირებულებაში შედის: 

  • 3*-4* სასტუმროში განთავსება და დილის საუზმე აეროპორტი-სასტუმრო-
  • აეროპორტი ჯგუფური ტრანსფერი მალპენსას აეროპორტის ყველა რეისისთვის
  • ტრანსპორტით უზრუნველყოფა რუსულენოვანი ასისტენტის თანხლებით
  • ექსკურსიები რუსულენოვანი ლიცენზირებული მეგზურით: მილანი, ციურიხი.
  • ტურინი, ბერნი, ლიხტენშტეინის მონახულება რუსულენოვანი ასისტენტის თანხლებით.

დამატებითი ექსკურსიები ( არ შედის ღირებულებაში)

  • ლა-სკალას თეატრი - 30 ევრო (ღირებულებაში შედის შესასვლელი ბილეთის საფასური)
  • ექსკურსია მილანში არსებულ დოუმოს საკათედრო ტაძარში - 25 ევრო 
  • მაჟორის ტბაზე გასეირნება - 55 ევრო ( ღირებულებაში შედის კატერით მგზავრობის საფასური)
  • სასახლეს და ბოტანიკურ ბაღში შესასვლელი ბილეთი - 17 ევრო (იზოლა ბელა)
  • ექსკურსია ვერონაში - 60 ევრო
  • გარდას ტბის მონახულება - 10 ევრო
  • ჩანჩქერის და შტაინ ამ რაინის დათვალიერება - 65 ევრო
  • ექსკურსია ლუცერნში - 65 ევრო 
  • ქალაქ მონტრეს მონახულება - 10 ევრო 
  • ქალაქ გრიუერში სტუმრობა - 10 ევრო 
  • ექსკურსია ტურინში ლიცენზირებულ მეგზურთან ერთად - 10 ევრო
  • ექსკურსია სამეფო სასახლეში - 35 ევრო ( ღირებულბაში შედის შესასვლელი ბილეთის საფასური

ადგილზე აუცილებლად გადასახდელი 

  • ტურისტული გადასახადი სასტუმროში (City Tax)
  • ყურსასმენებით სარგებლობა მთელი კვირის განმავლობაში - 16 ევრო

დამატებითი ინფორმაცია:

  • 3* სასტუმროს ერთადგილიან ნომერში განთავსება - ძირითად ღირებულებას დამატებული 200 ევრო
  • ფასდაკლება ნომერში მე-3 ადამიანის განთავსების შემთხვევაში - 15 ევრო
  • მილანში დამატებითი ღამეების დამატება ტურამდე ან ტურის შემდეგ:
  • 55 ევრო ღამე (ერთ ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში)
  • 65 ევრო ღამე (ერთ ადამიანზე 1 ადგილიან ნომერში)
  • ბერგამოს აეროპორტიდან/აეროპორტში ტრანსფერი - 50 ევრო 1 კაცზე - 1 გზა 
  • ავტობუსში პირველი რიგის დანამატი 55 ევრო, მეორე რიგი 45 ევრო, მესამე რიგი 35 ევრო - კაცზე, ნებისმიერი სხვა რიგის გარდა პირველი სამისა - 15 ევრო / ადამიანი
  • ტურში მონაწილეობა არ შეუძლიათ 4 წლამდე ასაკის ბავშვებს
  • იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მითითებულია ერთი და იმავე კატეგორიის ორი ან მეტი სასტუმრო, Europe Voyage იტოვებს უფლებას გააკეთოს საბოლოო არჩევანი იმ სასტუმროზე, სადაც ტურისტი დარჩება.
  • გამოფენების პერიოდში შესაძლებელია მგზავრების განთავსება გარეუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში.
  • ტექნიკური მიზეზების გამო შესაძლებელია ექსკურსიების თანმიმდევრობისა და მარშრუტის შეცვლა.
  • კვირას ადრეული ფრენის შემთხვევაში, კომპანიის შეხედულებისამებრ ხორციელდება ტრანსფერი ავტობუსით ან მატარებლით.
  • ჯგუფური ტრანსფერი გათვალისწინებულია მხოლოდ პროგრამის დაწყების და დასრულების დღეს.
  • დამატებითი ღამეების დაჯავშნისას უნდა დაჯავშნოთ ინდივიდუალური ტრანსფერი ან ტურისტებმა თავად უზრუნველყონ ტრანსპორტით გადაადგილება.

P.S. ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული TBC ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით.

ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთი და დაზღვევა, რომელიც შეგიძლიათ თავად უზრუნველყოთ ან ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.

 

Discover Georgia გახლავთ IATA_ს აკრედიტირებული აგენტი და გთავაზობთ მთელი

მსოფლიოს მიმართულებებით ავიაბილეთების 24 საათიან მომსახურებას.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

საუკეთესო სურვილებით,

Discover Georgi

ატვირთვის თარიღი: 2023-03-29



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow