დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

საქართველოში

  569

Gel

ტურისტული კომპანია Discover Georgia-სა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით გაიმართება კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის: 1 დღიანი ტურის ფორმირება „მემკვიდრეობის ტურიზმი: წარსულის გახსენება და მომავლის ფორმირება“. 

მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა უკეთ აღმოაჩინონ და შემდეგ თავად შექმნან კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის 1 დღიანი ტური. 

როგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა? 

  • პირველი ეტაპი - ამოირჩიე შენთვის სასურველი 1 დღიანი ტურის თემატიკა (დანართი 1.), შექმენი შენებური ხედვით 1 დღიანი ტური შერჩეულ თემაზე (დანართი 2). ნიმუშის მიხედვით). 
  • მეორე ეტაპი - რეგისტრაცია 9 იანვრიდან - 9 თებერვლის ჩათვლით.
    დარეგისტრდი: https://bitly.ws/39xPf 
  • მესამე ეტაპი - რეგისტრაციის შემდეგ გამოაგზავნეთ ნაშრომები მითითებულ ელ-ფოსტაზე 9 თებერვლის ჩათვლით  n.kekelidze@seu.edu.ge (კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა მეილის სათაურის ველში  მიუთითოთ: „კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის“.) 

მონაწილეთა და გამარჯვებულ მოსწავლეთა პრეზენტაციების წარდგენა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში 2024 წლის მარტში. 

კონკურსის ბოლოს გამოვლინდება 12 გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციაში. 

გამარჯვებული ნომინაციების ავტორები კონკურსის ჩატარების დღეს წარადგენენ ნაშრომებს.

დაჯილდოების ღონისძიებაზე კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ატვირთვის თარიღი: 2024-01-09



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow