დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

აღმოაჩინე ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა)

საქართველოში

  2

Gel

ტობავარჩხილის ტური 

ტობავარჩხილის ტური განტვირთვის, აღმოჩენისა და განახლების შესაძლებლობაა. დატკბი სუფთა ჰაერით, საოცარი ბუნებითა და პეიზაჟებით. დააგემოვნე მეგრული სამზარეულო და ჩაერთე ჯანსაღი ცხოვრების სათავგადასავლო ყოველდღიურობაში.

მოგზაურობა მრავალფეროვან სამეგრელოს რეგიონში, რომელიც გაგაოცებთ თავისი ბუნებირივი მრავალფეროვნებით, მეგრული სამზარეულოთი და სტუმარმასპინძლობით.

თუ გსმენიათ საინტერესო ლეგენდა ტობავარჩხილზე (ვერცხლის ტბაზე)?

ლეგენდის თანახმად, ეს კამკამა ტბა ჭუჭყს ვერ ჰგუობს. თუ ვინმემ შიგ ხელი ან ტანი დაიბანა, ისე განრისხდება, სულ რომ მოწმენდილი ცა იყოს, დაახლოებით ერთ საათში გაწვიმდება და მანამდე იწვიმებს სანამ თავმომწონე „ტობავარჩხილი’’ საბოლოოდ არ განიწმინდება.

ლეგენდის სინამდვილეში რომ დარწმუნდეთ და ნახოთ ტობავარჩხილის მშვენება, ეწვიეთ ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე და ისიამოვნეთ ბუნების საოცარი სილამაზით.

ტურის ღირებულება: ტურის ღირებულება დამოკიდებულია მოგზაურობის პერიოდზე და ჯგუფის რაოდენობაზე (უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 ადამიანს).

ტურის ხანგრძლივობა: 5 დღე.

ტრანსპორტირება: თბილისი ➜ წალენჯიხა ➜ ჯგალი ➜ სქური ➜ ქუაქანცალაია ➜ კერნახონა (ტურისტის სახლი, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ განთავსდნენ და გაატარონ ღამე) ➜ მწყემსები ➜ ტობავარჩხალი➜ მწყემსები ➜ კერნახონა➜ სქური ➜ ჯგალი ➜ წალენჯიხა ➜ თბილისი

მარშრუტი: ტურისტული სახლიდან ტობავარჩხილამდე საშუალოდ 10-12 საათიანი სასიარულო მანძილი გელოდებათ. მარშრუტი გადის ულამაზესი მდინარის ხეობით, სადაც ყოველი ნაბიჯი ახალ ვიზუალურ სიამოვნებას მოგცემთ.

გზად თქვენ ნახავთ:

  • წალენჯიხიდან 8 კილომეტრში ჯგალის სოფელს, რომელიც სამეგრელოს ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე სოფელია, სადაც ულამაზესი ბუნება, წმინდა მთავარანგელოზის ტაძარი, ისტორიული კოშკები და თბილი მეზობლობა დაგხვდებათ;
  • ჯგალის სოფლის შემდეგ 9 კილომეტრის მანძილზე ჯერ მოინახულებთ ლეგენდარულ ქუაქანცალიას (მოქანავე ლოდი), რომელიც მრავალი საუკუნის წინ, ეგრესის მთების მიდამოებში, სადაც ანკარა მდინარეები წისქვილარა,ჭანისწყალი, ინწირა, მოროჟა მოედინება, მოსახლეობას შიშის ზარს სცემდა უზარმაზარი კაციჭამია დევი. ის სამეგრელოს სოფლებში თვეში ერთხელ გამოჩნდებოდა და გოგო-ბიჭებს იტაცებდა. მოსახლეობა დიდხანს იტანჯებოდა. სოფელში ხმა დაირხა, უძლეველი ახალგაზრდა ვაჟკაცის არამხტუს უძლეველობაზე და სოფელმა მას დახმარება სთხოვა. არამხუტუმ მეორე დღესვე დაიწყო მზადება დევთან საბრძოლველად და ოხაჩქუეს მთზე დაბანაკდა. დიდი ლოდინის შემდეგ ყვირას მთაზე დევი გამოჩნდა. არამხუტუს და დევს ერთმანეთისაგან ათ კილომეტრზე მეტი მანძილი აშორებდათ. მიხვდა რა დევთან მოლაპარაკების უაზრობას, მან აიღო უშველებელი ლოდი და დევის მიმართულებით სტყორცნა, მაგრამ მიზანს მცირედით ააცილა. დევმა საშიშროება იგრძნო და თვითონაც ქვების გროვა დაუშინა არამხუტეს. დამქანცველი ბრძოლის შემდეგ, არამხუტუმ აიღო ვეებერთელა ოთხკუთხა ლოდი. ჯერ კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალღონე და მთელი ძალით მიზანდასახულად სტყორცნა, ლოდმა ჰაერში გაიშხუილა, გარკვეული ტრაექტორია შემოხაზა, ყვირას მთაზე ამაყად მდგარ დევს თავი გაუპო და იქვე მწვანე, ხასხასა მდელოზე დაცემისას ვეებერთელა ორმო ამოთხარა. სოფლების მოსახლეობა გამარჯვებას ზეიმობდა. არამხუტუ ყვირას მთაზე ზარზეიმით აიყვანეს. შემდეგ არამხუტუმ მოძებნა ლოდი, რომლითაც დაამარცხა, ამოიღო მიწიდან და ისეთ ადგილას განათავსა, რომ თითის შეხებით ექანავა და ეს ამბავი თაობიდან თაობას გადასცემოდა ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების აღსანიშნავად.
  • მოქანავე ლოდის შემდეგ გააგრძელებთ სვლას და მოხვდებით კერნახონაში „ტურისტის სახლში’’, სადაც დგას კეთილმოწყობილი ორსართულიანი სახლი ტურისტებისთვის 20 ადამიანზე. ტურისტის სახლში შეძლებთ უფასო ღამის თევას და ასევე გიდი უფასოდ გაგიმასპინძლდებათ ელარჯით და ფინჯანი ყავით.
  • შემდეგ ფეხით გაივლით 8 კილომეტრს და ღამეს გაათენებბთ დანიშნულების ადგილზე.
  • ღამის თევის შემდგომ, ასევე 8 კილომეტრს გაივლით და მოინახულებთ მწყემსებს და მდინარე მაგანას.
  • ბოლოს 3 კილომეტრში მოხვდებით ულამაზეს ტობავარჩხილის ტბაზე.

დამატებითი მომსახურება: ჩვენი გიდების მიერ მოწვეულ ტურისტებს ტობავარჩხილიდან კერნახონაზე დაბრუნებისას გიდი გაუმასპინძლდება ელარჯით და ფინჯანი ყავით.

განთავსება: კერნახონაში ტურისტებს შეუძლიათ ღამის თევა, სადაც დგას კეთილმოწყობილი ორსართულიანი სახლი ტურისტებისთვის 20 ადამიანზე.

აუცილებელი ინვენტარი:

ტურისტებმა თან უნდა იქონიონ:

- კარვები (ოთხკაციანი - ოთხ კაცზე ერთი)

- საძილე ტომრები

- თბილი ტანსაცმელი

- სქელძირიანი ფეხსაცმელი (სასურველია რეზინის მოკლეყელიანი ბოტები)

 

რატომ უნდა აირჩიოთ ტობავარჩხილის ტური?

ბუნებასთან ერთობა: მთის სუფთა ჰაერი და ულამაზესი პეიზაჟები

კულინარიული გამოცდილება: ავთენტური მეგრული სამზარეულო

ფიზიკური აქტიურობა: 10-12 საათიანი ლაშქრობა, რომელიც ამტკიცებს ორგანიზმის განვითარებას და იძლევა წარმატების განცდას.

დაუვიწყარი მოგონებები: განსაკუთრებული თავგადასავლები

ატვირთვის თარიღი: 2025-06-24



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow