დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

ამსტერდამი | ნიდერლანდები

  283

ამსტერდამი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია ევროპაში და ბევრ მიზეზს გაძლევს მის მოსანახულებლად  ისტორიული, კულტურული და სრულიად უნიკალური ატმოსფეროს გამო.

ამსტერდამში ნათლად ჩანს ერთად ისტორიული და თანამედროვე ცხოვრება

ქალაქი ტურისტებისთვის უსაფრთხოა კრიმინალი არ არის გავრცელებული.

ამსტერდამი ხშირად “ჩრდილოეთის ვენეციას” ეძახიან. ქალაქში 100-ზე მეტი არხია, რომლებიც მე-17 საუკუნეში შეიქმნა და დღეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობაშიც შედის. წყლით სავსე ქუჩები და ხიდები განსაკუთრებულ რომანტიკულ გარემოს ქმნის.

ამსტერდამი ცნობილია ხელოვნებით და მუზეუმებით თუ დაინტერესებულიხარ ხელოვნებით აქ აუცილებლად უნდა ნახო:

  • Rijksmuseum — ჰოლანდიური ოქროს ხანის შედევრები 
  • Van Gogh Museum — ვან გოგის უდიდესი კოლექცია 
  • Anne Frank House — ძლიერი ისტორიული ადგილი

ამსტერდამი ცნობილია თავისი ღია და ტოლერანტული კულტურით. აქ ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ თავს, რაც ქალაქს ძალიან განსხვავებულს ხდის

ვიწრო, ფერადი სახლები, დახრილი შენობები და ქვის ქუჩები  ყველაფერი თითქოს ზღაპრიდანაა. ქალაქის ცენტრში სეირნობა უკვე გამოცდილებაა

ამსტერდამში ნაკლებად ცნობილია თუმცა საინტერესო რამდენიმე ქუჩა სადაც : საიდუმლო ეზოები (Hofjes)
ქალაქის ცენტრში დამალულია პატარა, წყნარი ეზოები, სადაც ძველად მოხუცები ან ღარიბი ქალები ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია Begijnhof — პატარა ოაზისი ხმაურიან ქალაქში.

მცურავი სახლები (Houseboats)
არხებში ცხოვრებაც ჩვეულებრივი ამბავია. ბევრი ადამიანი ცხოვრობს ნავებში, რომლებიც სრულად მოწყობილია როგორც სახლები — ზოგს ტერასაც კი აქვს წყალზე.

საიდუმლო ეკლესია სხვენში
Ons' Lieve Heer op Solder არის ეკლესია, რომელიც ჩვეულებრივი სახლის ზედა სართულებშია დამალული. ძველ დროში კათოლიკეებს საჯაროდ ლოცვა ეკრძალებოდათ, ამიტომ ასეთ “ფარულ” ეკლესიებს აშენებდნენ.

ატვირთვის თარიღი: 2026-07-03

arrow