გთავაზობთ Discover Georgia-ს ტურიზმის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულის, რაგბის კლუბ „ვეფხვების“ დირექტორის — სანდრო პავლიაშვილის ინტერვიუს:
„10 წელია ჩემს გუნდთან ერთად ვმონაწილეობ საერთაშორისო სარაგბო ტურნირებში და მათი ორგანიზების გამოცდილებაც მაქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ტუროპერატორის პროფესიის პროფესიულ დონეზე შესწავლა, რათა მომავალში არა მხოლოდ ჩემს კლუბს, არამედ სხვა კლუბებსაც შევთავაზო ტურისტული სერვისები.“
„კურსი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დაჯავშნის სხვადასხვა სისტემებთან გაცნობა — როგორც ავიაბილეთების, ასევე სასტუმროების მიმართულებით. ასევე ძალიან კარგი ინფორმაცია მივიღეთ კრუიზებთან დაკავშირებით. კურსის დასრულების შემდეგ ჩემს გუნდთან ერთად ვიმყოფებოდი საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ძალიან გამომადგა.“
„სწავლის პროცესში სირთულეები თითქმის არ ყოფილა. Discover Georgia-ს ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად დეტალურად ხსნის საკუთარ სფეროს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქალბატონი ნინო. დიდი მადლობა მათ და ვურჩევ ყველა დაინტერესებულ ადამიანს მიმართოს Discover Georgia-ს.“
„ყოველწლიურად მიწევს გუნდის საზღვარგარეთ გაყვანა და აღნიშნული კურსი მნიშვნელოვნად გამიმარტივებს სასურველი შეთავაზებების მოძიებას. მომავალში კი არა მხოლოდ ჩემს კლუბს, არამედ სხვა კლუბებსაც შევთავაზებ აღნიშნულ მომსახურებას.“
„ტურისტული კომპანიის ჩამოყალიბების შემდეგ აუცილებლად გავატარებ Discover Georgia-ს სასწავლო კურსს ჩემს თანამშრომლებსაც, რადგან დარწმუნებული ვიქნები მათ მიერ მიღებულ ცოდნაში.“
„ბოლოს მადლობას გადავუხდი Discover Georgia-ს დამფუძნებელს, ქალბატონ ნინო კეკელიძეს, მისგან მიღებული დიდი ცოდნისა და გამოცდილებისთვის.“
თუ გსურთ ტურიზმის სფეროში პროფესიული ცოდნის მიღება და საკუთარი წარმატების ისტორიის შექმნა — Discover Georgia-ს სასწავლო კურსი სწორედ თქვენთვისაა.
დარეგისტრირდი:
https://docs.google.com/.../1FAIpQLSfomHNS5u1Ad8.../viewform
დეტალური ინფორმაცია:
https://www.discovergeorgia.ge/ka/product/25
ატვირთვის თარიღი: 2026-03-18