დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

ფინანსისტი და Travel Solutions-ის დამფუძნებელი ქეთევან გოჩაშვილი

  21

გთავაზობთ Discover Georgia-ს ტურიზმის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულის ინტერვიუს:

რა გამოცდილება გქონდა ტურიზმის სფეროში Discover Georgia-ს ტურიზმის სასწავლო ცენტრში მოსვლამდე და რატომ გადაწყვიტე Discover Georgia-ს ტუროპერატორის კურსის გავლა?

„მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ფინანსისტი ვარ, ტურიზმი ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, გარდა იმისა,რომ ვმუშაობდი ჩემი პროფესიით, გარკვეული პერიოდი მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ტურისტულ კომპანიაში ტუროპერატორის პოზიციაზე. ამ გამოცდილებამ დამანახა, რამდენად საინტერესო, დინამიური და მრავალფეროვანია ტურიზმის სფერო, რამდენად მნიშვნელოვანია ტუროპერატორის პროფესიული ცოდნა, სწორი ორგანიზება და სფეროს ღრმა გაგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე Discover Georgia-ს ტუროპერატორის კურსის გავლა.“

რომელი იყო ყველაზე ღირებული ცოდნა ან უნარი, რომელიც სასწავლო კურსზე მოიპოვე და რომელსაც ახლა შენს დაფუძნებულ ტურისტულ კომპანიაში იყენებ?
„კურსის განმავლობაში დეტალურად შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს და შეიქმნას სრულფასოვანი ტურისტული პაკეტი, მარშრუტის სწორად შედგენა, ბიუჯეტის გათვლა, სავიზო მომსახურება და ტურისტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და საინტერესო მოგზაურობის შეთავაზება, ასევე როგორ განისაზღვროს კონკურენტული ფასი და როგორ უნდა მოხდეს პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობა. ამ ცოდნამ პრაქტიკულად მასწავლა,რომ წარმატებული ტურისტული პროდუქტი მხოლოდ საინტერესო მიმართულება არ არის - ის უნდა იყოს კარგად დაგეგმილი, ფინანსურად გათვლილი და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული. ამ ცოდნას უკვე აქტიურად ვიყენებ,ჩემს მიერ დაფუძნებულ ტურისტულ კომპანიაში. ვქმნი ისეთ ტურისტულ პაკეტებს,რომლებიც მომხმარებლისთვის საინტერესოა, ხოლო კომპანიისთვის ეკონომიკურად ეფექტიანი.“

რა იყო რთული ეტაპი კურსის დროს და როგორ მოახერხე მისი დაძლევა? რა რჩევას მისცემდი ამ კურსით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს?
„Discover Georgia-ს გამოცდილი გუნდის დახმარებით, კურსის მიმდინარეობის პერიოდში რთული ეტაპი არ ყოფილა. ტუროპერატორის კურსის გავლა კარგი საფუძველია მათთვის, ვისაც სურს პროფესიულად განვითარდეს და მომავალში შექმნას წარმატებული პროექტები.სწორედ ამ პროფესიონალური გამოცდილებით მინდოდა ჩემი კომპანია უფრო სრულფასოვანი ყოფილიყო.“

როგორ იღებდა ფორმას შენი ბიზნეს იდეა და როგორ დაგეხმარა სასწავლო კურსი შენი კომპანიის დაარსებაში?
„კომპანია Travel Solutions-ის დაარსების იდეა 8 წლის წინ დაიბადა და ეტაპობრივად ჩამოყალიბდა. კურსმა დიდი როლი ითამაშა ამ იდეის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დამეხმარა,ჩემი იდეა უფრო რეალისტურად დამენახა. Discover Georgia-მ მომცა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული ხედვა, თუ როგორ უნდა ვმართო ტურისტული კომპანია - როგორ დავგეგმო ტურები,როგორ ავარჩიო პარტნიორები და როგორ შევთავაზო მომხმარებლებს სანდო და ხარისხიანი მომსახურება.“

რა გეგმები და მიზნები გაქვს მომავალში და რა გზავნილი გაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ფიქრობენ Discover Georgia-ს ტუროპერატორის სასერტიფიკატო კურსის გავლას?
„ჩემი მთავარი მიზანი არის ჩემი ტურისტული კომპანია Travel Solutions-ის განვითარება და ხარისხიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული ტურების შეთავაზება. მინდა შევქმნა ისეთი ბრენდი, რომელიც იქნება სანდო,ინოვაციური და კონკურენტუნარიანი, როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე საერთაშორისო დონეზე. გეგმაში მაქვს ახალი მიმართულებების დამატება, სპეციალიზებული თემატური ტურების შეთავაზება (კულტურული,სავაჭრო,კულინარიული ტურები) და მომსახურების დიგიტალური პლატფორმის განვითარება, რაც ტურების დაჯავშნას უფრო მარტივსა და მოსახერხებელს გახდის.“

„იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ Discover Georgia-ს ტუროპერატორის სასერტიფიკატო კურსის გავლას, მინდა ვუთხრა: ეს კურსი არის შესანიშნავი შესაძლებლობა თქვენი კარიერისთვის ტურიზმის სფეროში. შეიძენთ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ უნარებს, რომელიც აუცილებელია წარმატებული ტუროპერატორისთვის, მთავარია იყოთ მოტივირებულები, აქტიურად ჩაერთოთ პროცესში და მაქსიმალურად გამოიყენოთ ის ცოდნა რასაც Discover Georgia-ს პროფესიონალთა გუნდი გაძლევთ.“

თუ გსურთ ტურიზმის სფეროში პროფესიული ცოდნის მიღება და საკუთარი წარმატების ისტორიის შექმნა — Discover Georgia-ს სასწავლო კურსი სწორედ თქვენთვისაა.

ატვირთვის თარიღი: 2026-03-20

arrow