გიზიარებთ ქალბატონი ნინო გომელაურის ინტერვიუს, რომელმაც იმოგზაურა იტალია–შვეიცარია–ლიხტენშტაინის სამეფოში Europa Voyage-ის ჯგუფური ტურის ფარგლებში
"ტური საოცრად დატვირთული და შთამბეჭდავი იყო, მრავალი საინტერესო და ულამაზესი ადგილით თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი თავად ჯგუფი აღმოჩნდა — სასიამოვნო ადამიანები, ვისთან ერთად მოგზაურობა ნამდვილად სიამოვნებას განიჭებს
ჩემზე განსაკუთრებული და წარუშლელი შთაბეჭდილება შვეიცარიამ მოახდინა — აბსოლუტურად ყველა ქალაქმა და სოფელმა. ეს არის ულამაზესი ქვეყანა, რომელიც სულიერ სიმშვიდეს გაძლევს გულწრფელად რომ ვთქვა, ვერც წარმომიდგენია ვინმე იყოს უკმაყოფილო ასეთი მოგზაურობით — ზოგადადაც არ მესმის ადამიანების, ვისაც მოგზაურობა არ უყვარს
მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არანაირი შეხება არ მქონდა ჯგუფის არცერთ წევრთან, მათთან ერთად მოგზაურობა სასიამოვნოდ კარგი გამოცდილება აღმოჩნდა — ეს ნამდვილად გამართლებაა
ამ მარშრუტის არჩევა ღირს თუნდაც იმის გამო, რომ გვყავდა ძალიან კარგი გიდები ყველა ქალაქში, სადაც წავედით, ისინი იყვნენ თბილი, ყურადღებიანი და სასიამოვნო მოსაუბრეები მომსახურება იყო მაღალი დონის ხოლო ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი მუდამ მომღიმარი და მზრუნველი მოკლედ, ამ მოგზაურობამ დიდი სიამოვნება მომანიჭა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს Discover Georgia წარმოადგენს Europa Voyage-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და ქართველ მოგზაურებს სთავაზობს გარანტირებულ ჯგუფურ ტურებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში:
აღნიშნული ტურების შეძენა ქართველ მომხმარებელს შეუძლია როგორც Discover Georgia-ში, ასევე საქართველოს ყველა გამყვან ტურისტულ კომპანიასთან.
ტურის დეტალური პროგრამა და შეთავაზება:
https://www.discovergeorgia.ge/ka/product/105
მადლობა არაჩვეულებრივ ქალბატონ ნინოს, საკუთარი შთაბეჭდილებებისა და ემოციების გაზიარებისთვის
ატვირთვის თარიღი: 2026-04-06