დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

Book Travel-ის დამფუძნებლის რუსუდან ჯანგველაძის ინტერვიუ

  60

გიზიარებთ ტურისტული კომპანია Book Travel-ის დამფუძნებლის რუსუდან ჯანგველაძის ინტერვიუს, რომელმაც იმოგზაურა იტალია–შვეიცარია–ლიხტენშტაინის სამეფოში Europe Voyage-ის ჯგუფური ტურის ფარგლებში.

ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია ზუსტად იცოდეს ის პროდუქტი, რომელსაც სთავაზობს მომხმარებელს სწორედ ამიტომ, ამ ტურში მონაწილეობა ჩემთვის პირველ რიგში პირადი ინტერესი იყო — მენახა და საკუთარ თავზე გამომეცადა ის მარშრუტი, რომელსაც უკვე წლებია ჩვენს მგზავრებს ვთავაზობთ.

ახლა უკვე სრული თავდაჯერებით და პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ იტალია-შვეიცარიის ჯგუფური ტური ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ რეკომენდაციას.
ამ ტურის ფარგლებში მოგზაურებს ეძლევათ შესაძლებლობა ნახონ გაცილებით მეტი, ვიდრე ინდივიდუალური მოგზაურობის დაგეგმვისას შეძლებდნენ.

სრულიად მომხიბლა იტალიაში მდებარე გარდასა და კომოს ტბების ულამაზესმა პეიზაჟებმა მოვიარეთ ტურინი — გამორჩეული ბაროკოს სტილის არქიტექტურით
მოვინახულეთ რომანტიკული, მარადიული სიყვარულის სიმბოლო — ვერონა 
და ასევე შეუდარებელი მილანი, კიდევ რამდენიმე გასაოცარ ღირსშესანიშნავ ადგილთან ერთად.

ამ ტურის ფარგლებში რთულია გამოარჩიო რომელიმე ქალაქი თუ სოფელი, თუმცა შვეიცარიაში გამოვარჩევდი:

ბერნს — გამორჩეულს შუასაუკუნოვანი იერით, შვეიცარიაში ყველაზე მაღალი გოთიკური ტაძრითა და ასტრონომიული საათით.
გრუიერს — ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ გარემოს, ისტორიული ციხესიმაგრითა და ულამაზესი ხედებით.
ლუცერნს — ალპებს შორის მოქცეულ ქალაქს, რომელსაც განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს ლუცერნის ტბა.

ტური გამოირჩევა მაღალი ორგანიზებულობით — დრო არის ძალიან გონივრულად გადანაწილებული, ხოლო მთელი 8 დღის განმავლობაში ჯგუფს ემსახურება ლიცენზირებული გამყოლი, პროფესიონალი გიდი და მძღოლი რაც მოგზაურობას ხდის არა მხოლოდ მრავალფეროვანს, არამედ მაქსიმალურად უსაფრთხოსაც.

ეს არის აქტიური, შთამბეჭდავი და დატვირთული პროგრამა 
რეკომენდაციას გავუწევ მათ, ვისაც:

  • არ ეზარება დილით ადრე გაღვიძება
  • უყვარს ფეხით სეირნობა
  • და მზად არის მაქსიმალურად ბევრი ახალი ადგილის აღმოჩენისთვის


განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორ Discover Georgia-ს 
და მის ხელმძღვანელს ნინა კეკელიძეს, ასევე მთელ გუნდს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საინფორმაციო ტურის ორგანიზებისთვის"

Discover Georgia წარმოადგენს Europa Voyage-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და ქართველ მოგზაურებს სთავაზობს გარანტირებულ ჯგუფურ ტურებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში:

  • იტალია – შვეიცარია – ლიხტენშტაინის სამეფო
  • კლასიკური იტალია
  • კლასიკური ესპანეთი
  • კლასიკური საფრანგეთი
  • საფრანგეთი – ბელგია – ჰოლანდია
  • ევროპის დიდი ტური (5 ქვეყნის მონახულებით)
  • კლასიკური დიდი ბრიტანეთი


აღნიშნული ტურების შეძენა ქართველ მომხმარებელს შეუძლია როგორც Discover Georgia-ში, ასევე საქართველოს ყველა გამყვან ტურისტულ კომპანიასთან.

ტურის დეტალური პროგრამა და შეთავაზება:
https://www.discovergeorgia.ge/ka/product/105

ატვირთვის თარიღი: 2026-04-15

arrow