დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

Travel 360-ის წარმომადგენლის ქეთი ჩარკვიანის ინტერვიუ

  97

 

გიზიარებთ ტურისტული კომპანია Travel 360-ის წარმომადგენლის ქეთი ჩარკვიანის ინტერვიუს, რომელმაც იმოგზაურა იტალია–შვეიცარია–ლიხტენშტაინის სამეფოში Europa Voyage-ის ჯგუფური ტურის ფარგლებში.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მომეცით შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ამ საოცარი მოგზაურობის მონაწილე.

რაც შეეხება თავად ტურს — თავიდან ბოლომდე ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო განსაკუთრებით შვეიცარიის ღირსშესანიშნავი ადგილები იყო ჩემთვის გამორჩეულად შთამბეჭდავი - თუმცა იტალიის თითოეული ლოკაციაც არანაკლებად მომხიბვლელი აღმოჩნდა.

ყველა ჩემს ახლობელს გულწრფელად ვურჩევ, აუცილებლად დაგეგმონ მსგავსი ტური და მიიღონ დაუვიწყარი სიამოვნება — არ მგონია, ვინმესთვის ნაკლებად საინტერესო იყოს.

ტურის დაწყებამდე რა მოლოდინებიც მქონდა, გულწრფელად ვამბობ — სრულად გამართლდა ყველა ასპექტში.

და ბოლოს, ვფიქრობ, ეს მარშრუტი აუცილებლად უნდა აირჩიოს თითოეულმა მოგზაურმა, რათა საკუთარი თვალით იხილოს ულამაზესი ქალაქებისა და ადგილების სილამაზე.

მე პირადად უზომოდ კმაყოფილი და მადლიერი ვარ!

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინას — საოცარ და ყურადღებიან ადამიანს, ასევე დიდი მადლობა თქვენს მთელ გუნდს, რომ მომეცით შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ამ დაუვიწყარი ტურის ნაწილი "

Discover Georgia წარმოადგენს Europa Voyage-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და ქართველ მოგზაურებს სთავაზობს გარანტირებულ ჯგუფურ ტურებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში:

  • იტალია – შვეიცარია – ლიხტენშტაინის სამეფო
  • კლასიკური იტალია
  • კლასიკური ესპანეთი
  • კლასიკური საფრანგეთი
  • საფრანგეთი – ბელგია – ჰოლანდია
  • ევროპის დიდი ტური (5 ქვეყნის მონახულებით)
  • კლასიკური დიდი ბრიტანეთი


აღნიშნული ტურების შეძენა ქართველ მომხმარებელს შეუძლია როგორც Discover Georgia-ში, ასევე საქართველოს ყველა გამყვან ტურისტულ კომპანიასთან.

ტურის დეტალური პროგრამა და შეთავაზება:
https://www.discovergeorgia.ge/ka/product/105

მადლობა არაჩვეულებრივ ქალბატონ ქეთის, საკუთარი შთაბეჭდილებებისა და ემოციების გაზიარებისთვის.

ატვირთვის თარიღი: 2026-04-15

arrow