დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

ათენი | საბერძნეთი

  7

ათენი ისტორიას გვიყვება, კუნძულები-ზღაპარს აგრძელებენ!

საბერძნეთი  არის ერთ-ერთი ყველაზეპოპულარული ტურისტული ქვეყანა ევროპაში — ისტორია, ზღვა, კუნძულები და გემრიელისამზარეულო ერთ ადგილას. ათენი კი ერთ-ერთიყველაზე ისტორიული და კულტურულად მდიდარიქალაქია ევროპაში. 

ისტორია

ათენი ითვლება დემოკრატიის სამშობლოდ. ძველსაბერძნეთში აქ განვითარდა ფილოსოფია, თეატრიდა მეცნიერება. ქალაქის სიმბოლოა აკროპოლისი — უძველესი ციტადელი, სადაც დგას პართენონი, რომელიც ქალღმერთ ათენას ეძღვნება.
ათენი არსებობდა 3000 წელზე მეტხანს — აქ იყვნენბერძნები, რომაელები, ბიზანტიელები დაოსმალებიც. ამიტომ ქალაქში სხვადასხვა ეპოქისარქიტექტურას ნახავ.

კულტურა

ათენი კულტურის ცენტრია — თეატრი, ხელოვნება, მუზეუმები.
აუცილებლად სანახავია: Acropolis Museum — აკროპოლისის არტეფაქტები, National Archaeological Museum of Athens — ძველი საბერძნეთის საგანძური.
ქალაქში ხშირად არის ქუჩის მუსიკა, ფესტივალებიდა ღამის ცხოვრება.

ტურისტული ღირსშესანიშნაობები

ყველაზე პოპულარული ადგილები: აკროპოლისი, პლაკა — ძველი, ფერადი უბანი, Monastiraki Square — ბაზრები და ქუჩები, ლიკაბეტუსის ბორცვი — ქალაქის ხედები, Temple of Olympian Zeus — უზარმაზარი ანტიკური ტაძარი

სამზარეულო

ბერძნული სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზეგემრიელია:

სუვლაკი, გიროსი, მუსაკა, ბერძნული სალათი — ფეტაყველით.

 

კრუიზული გასეირნება: ჰიდრა – პოროსი – ეგინა,ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ერთდღიანიტურია ათენი-დან. ეს სამი კუნძული ერთმანეთისგანგანსხვავებულია და ერთ დღეში სამ სხვადასხვაატმოსფეროს ნახავ 

 ჰიდრა (Hydra)-ძალიან უნიკალური კუნძულია — აქმანქანები საერთოდ არ დადის. გადაადგილებაფეხით ან ვირებით ხდება, ლამაზი ქვის ქუჩები დაპორტი, მშვიდი, რომანტიკული გარემო, სუფთაწყალი საცურაოდ. ჰიდრა ცნობილია თავისიტრადიციული არქიტექტურით და ხელოვნებისატმოსფეროთი.

პოროსი (Poros)- პატარა და მწვანე კუნძულია , მშვიდინავსადგური, პატარა კაფეები, სასეირნო სანაპირო, კარგი ხედები მთიდან.

ეგინა (Aegina)-ცნობილია ფისტებით, ფისტის კუნძულსაც უწოდებენ. ლამაზი სანაპიროები, პატარა ქალაქიმაღაზიებით, ისტორიული ტაძარი — Temple of Aphaia, ზღვისპირა რესტორნები, 

კრუიზის დეტალები

გასვლა დილით ათენიდან

სამივე კუნძული ერთ დღეში

გემი + მუსიკა +  ლანჩი 

ათენისკენ მიმავალ გზაზე კულტურული შოუ

დაბრუნება საღამოს

რატომ ღირს ეს ტური?

3 კუნძული ერთ დღეში 

განსხვავებული ატმოსფეროები

ლამაზი ხედები გემიდან

გაეცანი ათენის ტურის შეთავაზებას

ატვირთვის თარიღი: 2026-04-27

arrow