დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

აღმოაჩინე სვანეთი

საქართველოში

  831

1950 Gel

ტურის ხანგრძლივობა:  6 დღე/ 5 ღამე

ტურის სახე: ეთნოგრაფიულ / შემეცნებითი

ღირებულებაში შედის:

  • კომპანია აღმოაჩინე საქართველოს სერვისი-ტურის დაგეგმვა და კოორდინირება
  • ტრანსპორტირება 1 ტრანსპორტი სპრინტერი (მძღოლისა და საწვავის ხარჯები)
  • ტრანსპორტირება დელიკათი 3 ტრანსპორტი
  • მეგზური
  • ზუგდიდში დადიანების სასახლეში შესასვლელი ბილეთები და ადგილობრივი გიდი
  • მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის შესასვლელი ბილეთები და ადგილობრივი გიდი
  • ხერგიანების მუზეუმის ბილეთები
  • ქუდების, საპნის დამზადება და თაფლის დაგემოვნება
  • ოქროს მოპოვების ტექნოლოგია
  • მარილის, სულგუნის, შვეიცარიული ყველისა და კუბდარის დამზადება
  • სადილი იფხში
  • ეთნო-სოფლის „სისატურას დათვალიერება,  მუსიკალური შოუ
  • სადილი „სისატურაში“
  • განთავსება ზუგდიდში 
  • განთავსება მესტიაში 

დამატებითი მომსახურეობა(ფასში არ შედის):

დამატებითი კვება ტურის განმავლობაში

დღე 1

თბილისი - ზუგდიდი

  • 09:00 - თბილისიდან გამგზავრება
  • 11:30 - რიკოთზე გაჩერება
  • 15:00 - ჩასვლა ზუგდიდში და დადიანების სასახლის მონახულება, რომელიც XIX საუკუნეში აშენდა. მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძედადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. დედოფლისეული სასახლე XIX ს – ის 60-იან წლებშია გადაკეთებულია გერმანელი არქიტექტორის გ. რაისის მიერ. გ. რაისმა II სართულის თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა
  • 16:30 - განთავსება საოჯახო ტიპის სასტუმროში
  • 19:00 - ვახშამი სასტუმროში
  • ღამისთევა

დღე 2

ზუგდიდი - ლამხერი - მესტია

  • 09:00 - საუზმე
  • 10:00 - გასვლა სასტუმროდან მესტიის მიმართულებით
  • 11:00 - ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მონახულება. იგი უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი
  • 13:00 - ჩასვლა ფარის თემის სოფელ ლამხერში. აქ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ საპნის და სვანური ქუდების დამზადებას ხალხური ტექნოლოგიით, ასევე  დააგემოვნოთ თაფლი. სვანური საპონი ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებისაგან მზადდება, მას საუკუნეების მანძლზე ამზადებდნენ სვანი დიასახლისები ნაცრისა და ცხოველური ცხიმებისაგან
  • 16:00 - მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება. მუზეუმის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. ისტორიაში მოგზაურობა სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით იწყება, შემდეგ განთავსებულია ნუმიზმატიკური კაბინეტი. მომდევნო დარბაზები ეთმობა ქრისტიანულ საგანძურს, სადაც გამოფენილია IX-XVIII საუკუნეებში შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი შედევრები როგორიცაა: ორმოცი სებასტიელი მოწამის ხატი, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, ვენეციური ჯვარი, თამარ მეფის მიერ შეწირული სურა, მოხატული ხელნაწერის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუში - ადიშის ოთხთავი, 897 წ. და სხვა. ბოლო გალერეა მდიდარ ეთნოგრაფიულ მასალას ეთმობა
  • დაბრუნება სასტუმროში და ვახშამი

დღე 3

მესტია- კვანჭიანარი-იფხი -მესტია

  • 10:00 საუზმე 
  • 11:00 გასვლა მესტიიდან სოფელ კვანჭიანარში
  • 11:30 ჩასვლა კვანჭიანარში და მდინარის პირას ოქროს მოპოვება. ფეხით სავალი მანძილი მდინარემდე 10 წთ 
  • 13:00 ჩასვლა ლატალის ტერიტორიულ ერთეულში სოფ. იფხიში, სადაც გაეცნობით და მონაწილეობას მიიღებთ მარილის, სულგუნის, შვეიცარიული ყველისა და კუბდარის დამზადებაში.
  • სადილი იფხში - სვანური სამზარეულო
  • 16:00 - დაბრუნება მესტიაში 
  • თავისუფალი დრო
  • 19:00 - ვახშამი სასტუმროშ და ღამისთევა

დღე 4

მესტია - ადიში - უშგული - მესტია

  • 09:00 - საუზმე
  • 11:00 - გასვლა მესტიიდან ადიშის მიმართულებით
  • 12:00 სოფ. ადიშის მონახულება- ადიში სვანეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელია და მდიდარია ისტორიული და კულტურული ძეგლებით. იქ დგას 3 ეკლესია – მაცხოვრის აღდგომის (X-XI სს.), რომელშიც შემორჩენილია მაღალი ოსტატობით გამორჩეული XII საუკუნის მხატვრობა; XI საუკუნის დასასრულის წმ. გიორგის ტაძარი, წმინდანის ცხოვრების ეპიზოდების ამსახველი მხატვრობითა და XII საუკუნის მთავარანგელოზთა ტაძარი,
  • 15:00 გამგზავრება უშგულის მიმართულებით- ის ევროპაში ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებაა, 2 200 მეტრზე მდებარეობს. უშგული არა რომელიმე კონკრეტული სოფლის, არამედ 5 პატარა სოფლისგან შემდგარი თემის სახელია.
  • უშგულში მოინახულებთ ლამარიას-ღვთისმშობლის ტაძარს, სვანურ კოშკებს, მათ შორის თამარ მეფის საზაფხულო საცხოვრებელს,
  • მესტიაში დაბრუნება და ვახშამი სასტუმროში

დღე 5

მესტია - ზუგდიდი

  • 09:00 - საუზმე
  • 11:00 - მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმის მონახულება. მუზეუმის I სართულზე,სვანურ მაჩუბში ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები – სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა - ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები, სამი დარბაზი ეთმობა ქართული ალპინისტური სკოლის განვითარების ისტორიას, მ. ხერგიანის მოგზაურობებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში.
  • 12:00 გამგზავრება ზუგდიდის მიმართულებით
  • 15:00 ჩასვლა ეთნო-სოფელ სისატურაში - სოფელი სამ სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს;  პირველი ეთნოგრაფიული ზონაა, სადაც სამეგრელოსთვის დამახასიათებელი რამდენიმე საცხოვრებელია მოწყობილი. აქ ნახავთ მეგრულ ოდას და პიტაფიცარას; მეორე სივრცე რეკრეაციულია - ხელოვნური ტბით;  მესამე სივრცე, აგრო-სივრცეა. აქ შეგიძლიათ სამეგრელოსთვის დამახასიათებელი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები ნახოთ.
  • სადილი, ეთნო-სოფლის დათვალიერება და მუსიკალური შოუ
  • ზუგდიდში სასტუმროში განთავსება,
  •  ვახშამი სასტუმროში და თავისუფალი დრო

დღე 6

ზუგდიდი - თბილისი

  • 09:00 - საუზმე
  • 12:00 - გამომგზავრება თბილისისკენ
  • 16:00 - რიკოთზე გაჩერება
  • 19:00 - თბილისში ჩამოსვლა. ტურის დასასრული

 

 

ატვირთვის თარიღი:



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow