დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

აღმოაჩინე ძამას ხეობა

საქართველოში

  358

81 Gel

 

ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე
ტურის ტიპი: რელიგიური/ შემეცნებითი

ღირებულებაში შედის:

  • კომპანია „აღმოაჩინე საქართველოს“ სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება;
  • ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით.
  • გიდის მომსახურება

ღირებულებაში არ შედის:

  • კვება ტურის განმავლობაში
  • ტურის ღირებულება მოცემულია ერთ ადამიანზე, 16 ადამინის შემთხვევაში.

თბილისი-ძამას ხეობა-თბილისი 

  • 08:00 გასვლა ველოსიპედის ძეგლიდან
  • 10:00 სამწევრისის ციხე — ციხე-დარბაზი ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ სამწევრისში, სოფლის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: დიდი კოშკი, ეკლესია, გალავანი, აგრეთვე სასახლის და სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები.
  • 11:30 ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი მე-13ს. (აქ მამა ნაომი კურნავს სნეულებს.)ყინწვისის მონასტერი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა დაარსებული, სამეფო კარის ბრძანებით. კომპლექსის მთავარი ნაგებობა წმ. ნიკოლოზის გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც საერთო იერით ტიმოთესუბნის ეკლესიას უახლოვდება.
  • დრო სადილისთვის
  • 14:00 ორთუბნის დედათა მონასტერი. მე-17ს. ფანასკერტელების რეზიდენცია, სადაც სურვილების კედელია. კომპლექსი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება, მის შემადგენლობაში შედის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია და შვიდსართულიანი სამრეკლო კოშკი.
  • 15:00 მზოვრეთი - ქალაქი მონაზონთა "მზ(ძ)ოვრეთი", მე-10-21 ს.ს. ნაქალაქარი მძოვრეთი (ზოვრეთი) მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი მთის დავაკებაზე მდებარეობს. სახელწოდება "ზოვრეთი" (მძოვრეთი) წარმოადგება სიტყვა "საზუერედან" (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს.
  • 16:30 ქოზიფას მამათა მონასტერი. კომპლექსი 5 ეკლესიას მოიცავს და მონასტრული ცხოვრება VI-VII ს-დან იღებს სათავეს. ეკლესიები აგებულია სხვადასხვა დროს, მაგრამ ერმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. ტაძართა შორის ყველაძე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაა.
  • 17:00 ბატეთის ტბა. ბატეთის ტბა მოგზაურთა და მოლაშქრეთა საყვარელი დანიშნულების ადგილია. ძამას ხეობის გულში მდებარე ტბა წლის ნებისმიერ სეზონზე მოახერხებს თქვენ გაოცებას. ადგილი იდეალურია საკემპინგეთ. განსაკუთრებით წლის თბილ სეზონზე, აქ ხშირად შეხვდებით კარვებით დაბანაკებულ ჯგუფებს.
  • 20:00 თბილისში დაბრუნება

ატვირთვის თარიღი:



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow