დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

რომაული არდადეგები

მსოფლიოში

  150

1600 Gel

 

რომაული არდადეგები

 

 

5 დღე /4 ღამე  (შაბათი-ოთხშაბათი)

 

ტურის დაწყების თარიღები:  07.03.2026 დან 31.10.2026 მდე (ყოველ შაბათ დღეს)

 

შაბათი

ჩაფრენა რომში.

აეროპორტში კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება წარწერა Europe Voyage. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში. სურვილისამებრ ჩატარდება დამატებითი ექსკურსია : მარწყვის ქალაქი ნემი — ნემის ტბა — კასტელ განდოლფო“. ხანგრძლივობა — 3–4 საათი. ტურის განმავლობაში გავემგზავრებით ქალაქ კასტელ განდოლფოში, სადაც მდებარეობს რომის პაპის საზაფხულო რეზიდენცია. შემდეგ გავისეირნებთ ამ მყუდრო ქალაქში, სადაც ოდესღაც იყო ალბალონგას სამეფო — ადგილი, საიდანაც დაიწყო რომის ისტორია. ნემიში შეგეძლებათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ხელნაკეთი ღვინო და სხვადასხვა სანელებლები. თავისუფალი დრო. ღამე — სასტუმროში.

კვირა

რომი – საფეხმავლო ექსკურსია – კაპიტოლიუმის გორა – ღამის რომის ექსკურსია

საუზმე სასტუმროში. რომის საფეხმავლო ექსკურსია:  ნავონას მოედანი, პანთეონი, ვენეციის მოედანი. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ ჩატარდება დამატები ექსკურსია კაპიტოლიუმის გორაზე -  ადგილი, სადაც წარმოიქმნებოდა ძველი რომი. აქ ნახავთ ცნობილ ბელვედერეს პანორამული ხედებით მარადიულ ქალაქზე (იდეალური ფოტოსესიისთვის), ასევე ძველ Santa Maria in Aracoeli ბაზილიკას, სადაც დაცულია სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი, წმინდა ელენას სამარხი და პინტურიკიოს ფრესკები. საღამოს – სურვილისამებრ ექსკურსია „საღამოს რომი“. კომფორტულ ავტობუსში გაემგზავრებით რომის საღამოს ქალაქში რომანტიკულ მოგზაურობაში, გადაიღებთ პალატინის ბორცვის პანორამულ ფოტოებს მზის ჩასვლისას, მოინახულებთ ესპანეთის მოედანს და ხალხის მოედანს, აღმოაჩენთ ისტორიული ცენტრის დამალულ კუთხეებს. ღამე – რომის სასტუმროში.

ორშაბათი

რომი – (ნეაპოლი, პომპეი)

სურვილისამებრ ჩატარდება დამატებითი ექსკურსია ნეაპოლი-პომპეი (სრული დღე). შთამბეჭდავი ქალაქი პომპეი გაჩუქებთ დაუვიწყარ მოგონებებს და დაგაბრუნებთ ძველი რომის ეპოქაში, სადაც გაეცნობით ანტიკური ხანის სიმდიდრეებს და პომპეელთა შექმნილ ძეგლებს, რომლებიც პოპულარული იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეებში. ნეაპოლი არის პიცა „მარგარიტას“ სამშობლო, რომელიც ხის ღუმელში მზადდება. დიახ, ნეაპოლი არის ნამდვილი სამოთხე გურმანებისთვის, სადაც ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ზღვის პროდუქტები, შემდეგ კი გადაიღოთ ლამაზი ფოტოები ვეზუვის ვულკანისა და ნეაპოლის ყურის ფონზე. დაბრუნება და ღამისთევა რომში.

სამშაბათი

რომი – (ვატიკანი)

საუზმე სასტუმროში. დამატებით იქნება შემოთავაზებილი ვატიკანის და წმინდა პეტრეს ტაძრის ექსკურსია. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტურმოში.

ოთხშაბათი

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.

 

 

ღირებულებაში შედის:

  • 3* სასტუმროში განთავსება საუზმით
  • ჯგუფური ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში და უკან, ფიუმიჩინოსა და ჩამპინოს ყველა რეისისთვის
  • რუსულენოვანი გამყოლის მომსახურება
  • ექსკურსია ლიცენზირებულ რუსულენოვან გიდთან: რომის საფეხმავლო ტური

 

დამატებითი ექსკურსიები (არ შედის ღირებულებაში):

  • მარწყვის ქალაქი ნემი – ნემის ტბა – კასტელ განდოლფო – 55 ევრო
  • საღამოს რომი – 35 ევრო
  • კაპიტოლიუმის ექსკურსია – 15 ევრო
  • ნაპოლი – პომპეი – 70 ევრო
  • პომპეის შემოსასვლელი ბილეთი – 20 ევრო
  • ვატიკანის სახელმწიფოს მონახულება + წმინდა პეტრეს ბაზილიკის ექსკურსია – 15 ევრო

 

ადგილზე აუცილებლად გადასახდელი:

  • სასტუმროში გადასახადი (City Tax), რომელსაც იხდით სასტუმროში ადგილზე:

რომის სასტუმრო 3* - 6 ევრო / კაცზე დღეში

  • მოწყობილობის დაქირავება ყურსასმენებით – 3 ევრო დღეში

 

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ექსკურსია : მარწყვის ქალაქი ნემი — ნემის ტბა — კასტელ განდოლფო“ - ჩატარდება მხოლოდ ადრეული რეისით ჩასული მგზავრებისთვის
  • კონტინენტური საუზმე – ჩაი, ყავა, ფუნთუშა, კრუასანი, კარაქი, ჯემი.
  • ტექნიკური მიზეზების გამო ექსკურსიების ჩატარების რიგი შეიძლება შეიცვალოს.
  • სახელმწიფო დღესასწაულების დროს ზოგიერთი მუზეუმი შეიძლება იყოს დახურული; კომპანია იტოვებს უფლებას ჩაანაცვლოს ისინი ალტერნატიული ექსკურსიებით.
  • ტურის დასაწყისსა და დასასრულში ტრანსფერის ორგანიზებისას, თანმხლები პირის მომსახურება შესაძლოა არ იყოს გათვალისწინებული.
  • ჯგუფური ტრანსფერის დროს ტურისტები, რომლებიც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა რეისით ჩამოდიან, ერთიანდებიან ერთ ტრანსფერში. გაერთიანება ხორციელდება დაახლოებით ორ-საათიან ინტერვალში, ხოლო რეისების დაგვიანების შემთხვევაში მოსალოდნელია ლოდინის დროის ცვლილება.
  • გამგზავრებისას ჯგუფური ტრანსფერი ასევე აერთიანებს ტურისტებს სხვადასხვა რეისით და განსხვავებული გამგზავრების დროს. სერვისის აუცილებელი პირობაა ტურისტების აეროპორტში დროულად ჩაყვანა, რათა ისინი უპრობლემოდ გაიარონ რეგისტრაციისა და წინაფრენითი პროცედურები.
    ტურისტებისთვის, რომლებსაც კონკრეტულ რეისზე დროული ჩასვლა მნიშვნელოვანია, რეკომენდებულია ინდივიდუალური ტრანსფერის შეკვეთა.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ტურისტები არ გამოცხადდებიან ტურის დასაწყისში ან უარს იტყვიან მომსახურებაზე ტურის მიმდინარეობისას ერთპიროვნულად, კომპანიას აქვს უფლება გააუქმოს ყველა სერვისი თანხის დაბრუნების გარეშე.
  • სასტუმროში ჩექ-ინი შესაძლებელია არაუგვიანეს 14:00 საათისა, ხოლო ნომერი უნდა გათავისუფლდეს გამგზავრების დღეს 11:00 საათამდე.

 

 

ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთი და დაზღვევა, რომელიც შეგიძლიათ თავად უზრუნველყოთ ან ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

 

საუკეთესო სურვილებით,

Discover Georgia

ატვირთვის თარიღი: 2026-09-03



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow