მსოფლიოს მერვე საოცრება – მისტიკური, გამორჩეული და უჩვეულოდ ლამაზი კაპადოკია
აღმოაჩინეთ ისტორიული ტაო-კლარჯეთი და ზღაპრული კაპადოკია, მოინახულეთ უძველესი ტაძრები, ციხესიმაგრეები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები და დატკბით კაპადოკიის უნიკალური პეიზაჟებით.
საქართველოსა და თურქეთის საზღვრის გადაკვეთა ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტით.
გზად მოვინახულებთ და გავივლით:
ჯაყის, მერეს, ჰურისა და ოლთისის ციხესიმაგრეებს;
ერუშეთის უღელტეხილს (ზღვის დონიდან 2 550 მეტრი);
მდინარე მტკვრის სათავეს კოლაში;
ბანას ტაძარს.
08:00 – საუზმე;
09:00 – გასვლა სასტუმროდან;
დაახლოებით 16:00 – ჩასვლა კაპადოკიაში.
გზად მოვინახულებთ:
სებასტიის ტბას – ადგილს, რომელიც 40 სებასტიელი მოწამის ისტორიას უკავშირდება;
ისტორიულ ქალაქ კაისერს (კესარია);
ერჯიესის ვულკანურ მთას, რომლის ამოფრქვევამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კაპადოკიის უნიკალური ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში.
კაპადოკიაში მოვინახულებთ:
ჩავუშინს – წმინდა გიორგის სოფელს;
წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას, სადაც სხვადასხვა პერიოდის ფრესკებია შემორჩენილი;
ავანოსს – კერამიკის სახელოსნოს, სადაც ვიხილავთ კერამიკის დამზადების პროცესს და მონაწილეობას მივიღებთ სპეციალურ წარმოდგენაში.
20:00 – დაბინავება სასტუმროში, ქალაქ ურგუპში.
ვახშამი, თავისუფალი დრო, ქალაქში გასეირნება, ადგილობრივი ტკბილეულის დაგემოვნება და შოპინგი.
05:00 – სურვილისამებრ, გასვლა საჰაერო ბურთების აფრენის სანახავად და ფოტოსესიისთვის.
07:00 – დაბრუნება სასტუმროში და საუზმე.
09:00 – გასვლა სასტუმროდან.
მოვინახულებთ:
გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმს, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა პერიოდის კლდეში ნაკვეთი ეკლესიები და მონასტრები;
ვაშლების, წმინდა ბასილის, წმინდა ბარბარესა და წმინდა ონოფრეს ეკლესიებს;
ბნელ ეკლესიას;
ტოკალის ეკლესიას, სადაც შემორჩენილია ცნობილი ფრესკა „შენ ხარ ვენახი“;
დერინქუიუს მიწისქვეშა ქალაქს;
იოანე როსის თავლასა და წმინდა გიორგის ეკლესიას.
ასევე, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, გაისეირნონ აქლემებით.
19:00 – დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი და თავისუფალი დრო ქალაქ ურგუპში. საღამოს გასეირნება ტრადიციული კაპადოკიური არქიტექტურითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი გამორჩეულ ქალაქში.
08:00 – საუზმე.
09:00 – გასვლა სასტუმროდან.
მოვინახულებთ:
ურგუპის პანორამულ ხედს;
ორთაჰისარს – ე.წ. წმინდა ნინოს ეკლესიას;
ორთაჰისარის პანორამას, სადაც ფოტოსესიისთვის საუკეთესო შესაძლებლობა გვექნება.
კაპადოკიიდან გამომგზავრება და ერზინჯანისკენ გამგზავრება.
18:00 – დაბინავება სასტუმროში, ქალაქ ერზინჯანში.
თავისუფალი დრო და შოპინგი.
08:00 – საუზმე.
09:00 – გამგზავრება ერზინჯანიდან.
მოვინახულებთ:
ბასიანის ციხესიმაგრეს;
ტერიტორიას, სადაც ისტორიული ბასიანის ბრძოლა გაიმართა;
გურჯი ხათუნის აკლდამას.
ტურის დასრულება და საქართველოში დაბრუნება ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით.
ტურის ღირებულებაში შედის:
კომფორტული მიკროავტობუსით ტრანსპორტირება;
სასტუმროში განთავსება – 4 ღამე:
2 ღამე ერზინჯანში, 3-ვარსკვლავიან სასტუმროში, საუზმით;
2 ღამე კაპადოკიაში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, საუზმითა და ვახშმით;
ქართულენოვანი გიდის მომსახურება.
ტურის ღირებულებაში არ შედის:
მუზეუმებისა და ისტორიული ძეგლების შესასვლელი ბილეთები;
კვება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული სასტუმროს საუზმისა და ვახშმისა.
საზღვრის კვეთისთვის საჭიროა მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი ID ბარათი.
დოკუმენტის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 6 თვეს.
შენიშვნა: მარშრუტში შესაძლებელია სანახავი ადგილების თანმიმდევრობის ცვლილება. დროისა და არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესაძლოა პროგრამას დამატებით რამდენიმე ისტორიული ძეგლიც დაემატოს.
ტაო-კლარჯეთის ისტორია, კაპადოკიის ზღაპრული პეიზაჟები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები – ეს არის მოგზაურობა, რომელიც ნამდვილად დაგამახსოვრდებათ!
ატვირთვის თარიღი: 2026-10-30