დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

გამყვანი ტუროპერატორის კურსი

სასწავლო ცენტრი

  3280

750 700 Gel

გამყვანი ტუროპერატორის სასწავლო კურსი

შენ უკვე სწორ ადგილას მოხვდი!

კეთილი იყოს შენი მობრძანება Discover Georgia-ს სასწავლო ცენტრში.

"სად დავსაქმდები აღნიშნული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ?" 

გაქვს შესაძლებლობა:

  • - დასაქმდე მოქმედ ტურისტულ კომპანიაში და გახდე გამყვანი ტუროპერატორი
  • - თავად წამოიწყო შენი ტურისტული ბიზნეს საქმიანობა
  • - დამოუკიდებლად დაგეგმო შენთვის სასურველი მოგზაურობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით
"რატომ Discover Georgia-ს სასწავლო ცენტრი?" 
  • - აქ გაივლი სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, თანამედროვე სწავლის მეთოდებითა და პრაქტიკული მაგალითების განხილვით
  • - ჩვენი სასწავლო კურსი აგებულია რეალური ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს სამუშაო მასალებსა და გამოცდილებაზე - შენ გაეცნობი ტურისტული კომპანიის "შიდა სამზარეულოს" და ისწავლი იმას რასაც სხვაგან არ გასწავლიან
  • - ტრენინგში ჩართული ყველა ლექტორი პროფესიონალია თავისი საქმის და ყოველდღიური, აქტიური შეხება აქვს ტურიზმის ინდუსტრიასთან, არსებული სერვისის მომწოდებლებთან და უშუალოდ ტურისტებთან 
"ვის შეუძლია გაიაროს აღნიშნული სასწავლო კურსი?"
  • - სტუდენტებს (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი)
  • - გამყვანი ტურიზმით დაინტერესებულ პირებს
  • - ტურიზმის სფეროში ჩართულ ადამიანებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით

კურსის მონაწილეები პრაქტიკულად სწავლობენ და ეცნობიან შემდეგ თემებსა და საკითხებს:

  • - გამყვანი ტურიზმის არსი
  • - გამყვანი ტუროპერატორის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
  • - ოფიციალური კორესპოდენცია ტურიზმში
  • - არასტანდარტული და პაკეტური ტურების სპეციფიკა
  • - საქართველოს საგარეო ურთიერთობები და სავიზო პოლიტიკა.
  • - ავიაციის სტატისტიკა და ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემები (B2B, B2C)
  • - სასტუმრო ინდუსტრია და სასტუმროების დაჯავშნის სისტემები (B2B, B2C)
  • - სავიზო პროცედურები; სამოგზაურო დაზღვევის შექმნა
  • - არასტანდარტული ტურის ფორმირება და ბიუჯეტირება
  • - პაკეტური ტურების არსი და ტუროპერატორული საქმიანობა 
  • - ტუროპერატორისა და ტურისტული სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობა
  • - არასტანდარტული და პაკეტური ტურის მარკეტინგი, პიარი, გაყიდვები
  • - სერვის +, მომხმარებელთან ურთიერთობა და სერვისის მომწოდებლებთან მოლაპარაკების ფსიქოლოგია
  • - ემოციური ინტელექტი
კურსის ხანგრძლივობა: 3 კვირა
ფორმატი: ჰიბრიდული (რეალურ სივრცეში + ონლაინ)
გარემო: ემოციურად ინტელექტუალური და პროფესიონალური 

ფასი: 750 ლარი/700 ლარი 

კურსის დასაწყისი: 13.02.2023

კურსის დასასრული: 04.03.2023

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი (Eng, Geo) და წარმატებით დასაქმების მიზნით გაეწევათ რეკომენდაცია წამყვან ტურისტულ კომპანიებში.

ისარგებლე დამატებითი 10% ფასდაკლებით თუ ხარ:

  • - კომპანია "Discover Georgia"-ს სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებული
  • - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
  • - გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის, ქალთა გაძლიერების პრინციების (WEPs) ხელმომწერი კომპანიის წარმომადგენელი

დარეგისტრირდი და გახდი პროფესიონალი: 

Discover Georgia ზრდის პროფესიონალ კადრებს! 

ატვირთვის თარიღი: 2022-10-03



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow