დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

იტალია

მსოფლიოში

  939

760 Gel

იტალია, პლანეტის ერთ - ერთი ულამაზესი ქვეყანა. ქვეყანა, რომელშიც ერთიანდება მრავალსაუკუნოვანი ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა. მარადიული იტალია არა მარტო დროის, არამედ სივრცის ყველა კანონს არღვევს. აქ არასოდეს არ იცი რა გელოდება მომდევნო ნაბიჯზე…აქ არასოდეს გტოვებს განცდა, რომ ხარ – გრანდიოზული სპექტაკლის მაყურებელი.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ რეგულაციების გამო საქართველოს მოქალაქეების დროებით შეზღუდულია იტალიის ტერიტორიაზე ტურისტულად შესვლა, ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ მალე კვლავ შეუერთდება იტალიაც იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც შევძლებთ თავისუფლად მოგზაურობას.

იტალიის რეგულაციების ცვლილებისთანავე, თქვენ შეგიძლიათ გამოგვყვეთ შემდეგ ტურში და მოიაროთ  ულამაზესი ქალაქები:

რომი / ფლორენცია / მონტეკატინი-ტერმე / ბოლონია / ვენეცია / რიმინი / სან მარინო / რომი

ტურის ღირებულება: 760 ლარი (8 დღე / 7 ღამე)

➡ კვირა - ჩასვლა რომის აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში. მიმოხილვითი ექსკურსია: ნავონას მოედანი, პანთეონი, ვენეციის მოედანი, კოლიზეუმი, რომაული ფორუმები. დამატებითი საფასურის ➡ ➡ ➡გადახდის შემთხვევაში ექსკურსია - „ღამის რომი“, ღამე სასტუმროში.

➡ორშაბათი - საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ნეაპოლი-პომპეის ექსკურსია. თავისუფალი დრო, ღამე სასტუმროში.

➡სამშაბათი - საუზმე სასტუმროში და ექსკურსია ფლორენციაში. თავისუფალი დრო. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია გალერეა უფიციში. განთავსება სასტუმროში მონტეკატინი-ტერმეში. ღამისთევა.

➡ოთხშაბათი - საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო მონტეკატინი-ტერმეში. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია სიენა-სან ჯიმილიანოში. დაბრუნება სასტუმროში მონტეკატინი ტერმეში. ღამისთევა.

➡ხუთშაბათი - საუზმე სასტუმროში და თავისუფალი დრო მონტეკატინი-ტერმეში. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია პიზაში დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარში გადასვლა ბოლონიაში. ექსკურსია ქალაქში რუსულ ენოვანი გიდის თანხლებით. თავისუფალი დრო. განთავსება სასტუმროში და ღამისთევა.

➡პარასკევი - საუზმე სასტუმროში, ტრანსფერი ვენეციაში - “ქალაქი წყალზე ”, ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია. გამგზავრება რიმინიში და ღამისთევა სასტუმროში.

➡შაბათი - საუზმე სასტუმროში და სან-მარინოს მონახულება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

➡კვირა - საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი რომის აეროპორტში.

_____________________________

ღირებულებაში შედის :

  • - სასტუმროში განთავსება
  • - ტრანსფერი (აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი)
  • - საუზმე
  • - შიდა გადაადგილება
  • - რუსულენოვანი გიდის მომსახურება
  • - ვენეციის ექსკურსია
  • - ფლორენციის ექსკურსია
  • - რომის ექსკურსია
  • - ვატიკანის მუზეუმში 3 საათიანი ექსკურსია
  • - ბოლონიის ექსკურსია
  • - სანმარინოს მონახულება

_____________________________

ღირებულება მოცემულია დღევანდელი მონაცემებით ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში.

 

 

 

 

ატვირთვის თარიღი: 2022-02-04



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow