დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

აღმოაჩინე იტალია

მსოფლიოში

  1590

879 Gel

რომი - (ნეაპოლი, პომპეი) – (პიზა) - ფლორენცია - მონტეკატინი-ტერმე - (სიენა - სან ჯიმინიანო) - ფლორენცია - ვენეტოს რეგიონი - ვენეცია - რომი

ტურის პერიოდი: 03.12.2022 – 10.12.2022

რომი / შაბათი

რომში ჩაფრენა. აეროპორტში პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება დაფა, წარწერით - „Europe Voyage”. ტრანსფერი და რომის სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

რომი / კვირა

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია რომში, რომლის განმავლობაშიც შეძლებთ მოინახულოთ მთავარი ღირსშესანიშნაობები: ნავონას მოედანი, პანთეონი, ვენეციის მოედანი, კოლიზეუმი, რომაული ფორუმები. თავისუფალი დრო. მსურველთათვის დაორგანიზდება ექსკურსია - „ღამის რომი“. ღამისთევა სასტუმროში.

რომი (ნეაპოლი, პომპეი) / ორშაბათი

საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო რომში სასეირნოდ. მსურველთათვის დაორგანიზდება ნეაპოლი-პომპეის ექსკურსია მთელი დღით. დიდებული ქალაქი პომპეი გაჩუქებთ წარმოუდგენელ შთაბეჭდილებებს და გადაგიყვანთ ძველი რომის ეპოქაში, იქ გაეცნობით მდიდარ ანტიკურობას და პომპეელების ღირსშესანიშნავ ხუროთმოძღვრულ ქმნილებებს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეებში იყო პოპულარული. ნეაპოლი - პიცა „მარგარიტის“ სამშობლოა, ის მზადდება ხის ღუმელში. ეს ქალაქი ნამდვილი სამოთხეა გურმანებისთვის, აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უახლესი ზღვის პროდუქტები, რის შემდეგაც გადაიღოთ ფოტოები ვეზუვის ვულკანის და ნეაპოლის ყურის ფონზე. რომში დაბრუნება. ღამისთევა სასტუმროში.

რომი - პიზა / სამშაბათი

საუზმე სასტუმროში და ექსკურსია ვატიკანის მუზეუმებში, წმინდა პეტრეს ტაძრის მონახულება. ტოსკანის რეგიონში გადასვლა. სურვილის შემთხვევაში დაორგანიზდება დამატებითი ექსკურსია ისტორიულ ქალაქ პიზაში. სასტუმროში განთავსება მონტეკატინი-ტერმის მიდამოებში.ღამისთევა სასტუმროში.

ფლორენცია (სიენა - სან ჯიმინიანო) / ოთხშაბათი

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო მონტეკატინი-ტერმეში. სურვილისამებრ, ექსკურსია მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქებში - სიენასა და სან-ჯიმინიანოში. ადამიანთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სიენა ტოსკანის ყველაზე მომხიბვლელი ადგილია: სწორედ აქ შეიქმნა იტალიაში პირველი ქვეითი ზონა. ტერცის სამ ბორცვზე აგებული ქალაქის ისტორიული ცენტრი სჯობს ფეხით შემოიაროთ: იქ ყოველ კუთხე-კუნჭულში სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. სიენადან სან- ჯიმინიანოსკენ მიმავალ გზაზე შემოგთავაზებენ ტოსკანის ფერმის მონახულებას. იქშეძლებთ ტიპური რეგიონალური პროდუქტების დაგემოვნებას, შეძენას და სადილობას. სან-ჯიმინიანო - იუნესკოს მიერ დაცული ადგილია. ის ტოსკანური არქიტექტურული მარგალიტის სახელითაა ცნობილი. ეს ქალაქი განფენილია ბორცვზე (სიმაღლე - 334 მ), რომელიც აღმართულია მდინარე „Elsa”-ის ხეობის თავზე. მე-11 - მე-13 საუკუნეებში აგებული 72 კოშკიდან, რომლებიც ერთ დროს იქ მცხოვრები წარჩინებული ოჯახების ძლევამოსილების და სიმდიდრის სიმბოლოა, დღემდე მხოლოდ 15 მათგანი შემორჩა. ისინი მაგნიტივით იზიდავენ მილიონობით ტურისტს მთელი მსოფლიოდან. მონტეკატანი-ტერმის მიდამოებში არსებულ სასტუმროში დაბრუნება. ღამისთევა სასტუმროში.

ფლორენცია - ვენეტოს რეგიონი/ ხუთშაბათი

საუზმე სასტუმროში. ფლორენციაში გადასვლა. რენესანსის სამშობლოდ წოდებული ფლორენცია ერთ-ერთი უმსხვილესი და ულამაზესი იტალიური ქალაქია. იქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ცნობილიადამიანები: ლეონარდო და ვინჩი, დანტე, მიქელანჯელო და მრავალი სხვა. მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია ფლორენციის ისტორიულ ცენტრში გიდის თანხლებით: სინიორიის და პალაცო ვეკოს მოედნები, სატაძრო მოედანი, , სანტა-კროჩეს ტაძარი - ცნობილი ფლორენციელების - მიქელანჯელოს, მაკიაველის, გალილეის აკლდამა. თავისუფალი დრო. უფიცის გალერეაში ექსკურსიის შემოთავაზება. დღის მეორე ნახევარში ვენეტოს რეგიონში გადასვლა. თავისუფალი დრო. ვენეტოს რეგიონში მდებარე სასტუმროში განთავსება და ღამისთევა.

ვენეცია / პარასკევი

სასტუმროში საუზმე. გამგზავრება ვენეციაში - მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში. თქვენ წინ გელით მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში გიდის თანხლებით, სადაც ნახავთ სან მარკოს მოედანს, სან მარკოს ბაზილიკას, კომპანილეს - ვენეციის ყველაზე მაღალ შენობას. არ დაგავიწყდეთ გონდოლებით (ვენეციის ტრანსპორტის ეგზოტიკური სახეობა) გასეირნება, რა დროსაც ჩაეფლობით ვენეციის რესპუბლიკის წარსულში. ფაკულტატურად მოეწყობა ექსკურსიები წმინდა მარკოზის ტაძარსა და წმინდა ლაზარეს კუნძულზე. ღამისთევა სასტუმროში.

რომი / შაბათი

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.

ტურის ღირებულება 300 ევრო ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში.!

ღირებულებაში შედის :

  • სასტუმროში განთავსება,
  • ტრანსფერი (აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი),
  • საუზმე,
  • შიდა გადაადგილება,
  • რუსულენოვანი გიდის მომსახურება,
  • ვენეციის ექსკურსია,
  • ფლორენციის ექსკურსია,
  • რომის ექსკურსია,
  • ვატიკანის ექსკურსია.

ღირებულებაში არ შედის -  ავიაბილეთების თანხა, რომელიც დამოკიდებულია თქვენთვის სასურველი პერიოდზე, ავიაკომპანიაზე და აეროპორტზე.

ატვირთვის თარიღი: 2022-09-27



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow