კლასიკური იტალია
7 ღამე / 8 დღე
რომი - (ნეაპოლი, პომპეი) – (პიზა) - მონტეკატინი-ტერმე - (სიენა- სან-ჯიმინიანო) - ფლორენცია - ვენეტოს რეგიონი - ვენეცია - რომი
მოგზაურობის დაწყების თარიღები: 09.06, 16.06, 23.06, 07.07, 14.07, 21.07, 04.08, 11.08, 18.08, 01.09, 08.09, 15.09, 29.09
კვირა |
ჩაფრენა რომში. აეროპორტში კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება წარწერა Europe Voyage. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში. რომის საფეხმავლო მიმოხილვითი ექსკურსია, სადაც მოინახულებთ: ნავონას მოედანს, პანთეონს, ვენეციის მოედანს, კოლიზეუმს, რომაულ ფორუმებს. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ ჩატარდება დამატებითი ექსკურსია „ღამის რომი“. თავისუფალი დრო. ღამისთევა რომის სასტუმროში. |
ორშაბათი |
რომი (ნეაპოლი, პომპეი) საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ ჩატარდება დამატებითი ექსკურსია ნეაპოლი-პომპეი (სრული დღე). შთამბეჭდავი ქალაქი პომპეი გაჩუქებთ დაუვიწყარ მოგონებებს და დაგაბრუნებთ ძველი რომის ეპოქაში, სადაც გაეცნობით ანტიკური ხანის სიმდიდრეებს და პომპეელთა შექმნილ ძეგლებს, რომლებიც პოპულარული იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეებში. ნეაპოლი არის პიცა „მარგარიტას“ სამშობლო, რომელიც ხის ღუმელში მზადდება. დიახ, ნეაპოლი არის ნამდვილი სამოთხე გურმანებისთვის, სადაც ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ზღვის პროდუქტები, შემდეგ კი გადაიღოთ ლამაზი ფოტოები ვეზუვის ვულკანისა და ნეაპოლის ყურის ფონზე. დაბრუნება და ღამისთევა რომში. |
სამშაბათი |
რომი-პიზა საუზმე სასტუმროში. ვატიკანის მუზეუმის ტური რუსულენოვანი მეგზურით. წმინდა პეტრეს ტაძრის მონახულება. გამგზავრება ტოსკანის რეგიონის მიმართულებით. სურვილისამებრ ჩატარდება დამატებითი ექსკურსია ისტორიულ ქალაქ პიზაში. განთავსება სასტუმროში მონტეკატინი-ტერმეს ტერიტორიაზე. ღამისთევა სასტუმროში. |
ოთხშაბათი |
ფლორენცია (სიენა-სან ჯიმინიანო) საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო მონტეკატინი ტერმე-ში ან სურვილისამებრ დამატებითი ექსკურსია შთამბეჭდავი ისტორიის მქონე ულამაზეს ქალაქებში: სიენა + სან ჯიმინიანო. ბევრი მიიჩნევს სიენას ყველაზე მომხიბვლელ ადგილად ტოსკანაში: აქ, იტალიაში პირველად შეიქმნა საფეხმავლო ზონა. ტერცის სამ ბორცვზე აშენებული ქალაქის ისტორიული ცენტრი, კარგია ფეხით აღმოაჩინოთ: ყოველ კუთხეში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. სან ჯიმინიანო არის იუნესკოს მიერ დაცული ქალაქი, როგორც ტოსკანური არქიტექტურის მარგალიტი. სიენადან სან-ჯიმინიანოში მიმავალ გზაზე შემოთავაზებულია ტოსკანური ფერმის დათვალიერება, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ტიპიური რეგიონალური პროდუქტები და ისადილოთ. სან ჯიმინიანო მდებარეობს 334 მეტრი სიმაღლის ბორცვზე, მდინარე ელსას თავზე. XI-XIII საუკუნეების 72 კოშკიდან, რომლებიც აქ მცხოვრები დიდგვაროვანი ოჯახების ძალასა და სიმდიდრეს განასახიერებდნენ, შემორჩენილია მხოლოდ 15. მაგრამ ისინიც კი მაგნიტივით იზიდავს მილიონობით ტურისტს მთელი მსოფლიოდან. დაბრუნება სასტუმროში მონტეკატინი-ტერმეს მიმდებარედ. ღამისთევა სასტუმროში. |
ხუთშაბათი |
ფლორენცია - ვენეტოს რეგიონი საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ფლორენციაში. ფლორენცია არის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი იტალიური ქალაქი, რენესანსის სამშობლო. აქ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, დანტე, მიქელანჯელო და მრავალი სხვა... ფლორენციის ისტორიული ცენტრის ღირსშესანიშნაობების საფეხმავლო ტური რუსულენოვანი მეგზურით (სინიორიას და პალაცო ვეკოს მოედნები, სატაძრო მოედანი, წმინდა მარია დელ ფიორეს ტაძარი, სანტა-კროჩეს ტაძარი - ცნობილი ფლორენციელების - მიქელანჯელოს, მაკიაველის, გალილეის აკლდამა). თავისუფალი დრო. სურვილისამებრ დამატებითი ექსკურსია უფიცის გალერეაში. დღის მეორე ნახევარში ტრანსფერი ვენეტოს რეგიონში. განთავსება ვენეტოს რეგიონში მდებარე სასტუმროში და ღამისთევა. |
პარასკევი |
ვენეცია საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ვენეციაში - მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. მოინახულებთ და დაათვალიერებთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს გიდთან ერთად. თქვენ ნახავთ სან მარკოს მოედანს და ბაზილიკას, კამპანილეს - ყველაზე მაღალ შენობას ვენეციაში და, რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ გონდოლები - ტრანსპორტის ეგზოტიკური ფორმა ვენეციაში, რომელზედაც თქვენ აუცილებლად ჩაეფლობით ვენეციის რესპუბლიკის შორეულ წარსულში. სურვილისამებრ ჩატარდება დამატებითი ექსკურსიები წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარში და წმინდა ლაზარეს კუნძულზე. ღამისთევა ვენეციის მიმდებარე სასტუმროში ან გამგზავრება რომში ავტობუსით ან მატარებლით. ღამისთევა ვენეციის ან რომის სასტუმროში. |
შაბათი |
რომი საუზმე სასტუმროში. გამგზავრება რომში. ღამისთევა რომში. |
კვირა |
საუზმე სასტუმროში. გამგზავრება რომის აეროპორტში (ტრანსფერი). |
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
15:00 საათის შემდეგ უკან გამოფრენის შემთხვევაში, ტურისტები, რომლებსაც სურთ სასტუმროში დარჩენა აეროპორტში გამგზავრებამდე, შეუძლიათ დაჯავშნონ სასტუმროდან გვიანი გამოსვლა (Late Checkout). Late Checkout_ის სერვისის არ შეძენის შემთხვევაში აკრძალულია ტრანსფერამდე სასტუმროს ფოიეში მოცდა, შესაძლებელია, მხოლოდ მიმღებში ბარგის შენახვა. Late Checkout_ის ჯავშნის არარსებობის შემთხვევაში თუ ტურისტები არ თანხმდებიან ზემოაღნიშნული წესის დაცვას, შესაძლებელია მათი აეროპორტის ტრანსფერის უზრუნველყოფა დილით.
ტურის ღირებულება
330 ევრო ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში (გარეუბანში 3* სასტუმროებით)
440 ევრო ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში (ცენტრში 3* სასტუმროებით)
690 ევრო ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში (ცენტრში 4* სასტუმროებით)
ღირებულებაში შედის:
დამატებითი ექსკურსიები (არ შედის ღირებულებაში):
ადგილზე აუცილებლად გადასახდელი:
დამატებითი ინფორმაცია:
P.S. ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული TBC ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით.
ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთი და სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც შეგიძლიათ თავად უზრუნველყოთ ან ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.
Discover Georgia გახლავთ IATA_ს აკრედიტირებული აგენტი და გთავაზობთ მთელი მსოფლიოს მიმართულებებით ავიაბილეთების 24 საათიან მომსახურებას.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
საუკეთესო სურვილებით,
Discover Georgia
ატვირთვის თარიღი: 2023-03-16