დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

ჩვენი კურსდამთავრებულის წარმატების ისტორია - ნანიკო გამხიტაშვილი

  75

გაიცანით ნანიკო გამხიტაშვილი — Discover Georgia-ს „გამყვანი ტუროპერატორისა და ავიაბილეთების მენეჯერის“ სასერტიფიკატო კურსის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებული.

ნანიკო უკვე ხუთი წელია ტურიზმის სფეროში საქმიანობს და საქართველოს მასშტაბით გიდად მუშაობს. გამყვანი ტურიზმით დაინტერესების შემდეგ მან პროფესიული ცოდნის გაღრმავება გადაწყვიტა და სასწავლებლად Discover Georgia-ს ტურიზმის სასწავლო ცენტრი აირჩია.

კურსზე მიღებული ცოდნა მისთვის საკუთარი შესაძლებლობების რწმენისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა. მოგვიანებით ნანიკომ საკუთარი ტურისტული კომპანია დააფუძნა და საქმიანობას წარმატებით აგრძელებს.

როგორ მოხვდით ტურიზმის სფეროში და რატომ აირჩიეთ Discover Georgia- კურსი?

ტურიზმის სფეროში ხუთი წლის წინ მოვედი და დღემდე საქართველოს მასშტაბით გიდად ვმუშაობ. გარკვეული პერიოდის შემდეგ გამყვანი ტურიზმითაც დავინტერესდი. ამ პროფესიის საფუძვლიანად შესასწავლად Discover Georgia ყველაზე კომპეტენტურ კომპანიად მივიჩნიე და გადავწყვიტე, კურსი სწორედ აქ გამევლო.

რა იყო თქვენთვის კურსის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული შედეგი?

ყველაზე ღირებული იყო თავდაჯერებულობა, რომელიც მიღებულმა ცოდნამ შემძინა. მივხვდი, რომ შემიძლია სრულიად კომპეტენტური მომსახურება გავწიო.

ასევე გავიაზრე, რომ ტურიზმი მუდმივად განვითარებადი სფეროა და ყოველთვის იქნება რაღაც ახალი, რისი სწავლაც მომიწევს.

რა იყო სწავლის პროცესში ყველაზე რთული და როგორ დაძლიეთ ეს სირთულე?

ჩემთვის ყველაზე რთული ავიაბილეთებთან მუშაობა იყო. ამ სირთულის დაძლევაში დამეხმარა იმის გააზრება, რომ ცოდნის გასამყარებლად პრაქტიკა მჭირდებოდა. პრაქტიკული მუშაობით ეს პროცესიც თანდათან უფრო მარტივი და გასაგები გახდა.

როგორ იმოქმედა კურსმა თქვენს პროფესიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილებებზე?

კურსის გავლამდე ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება უკვე მქონდა, თუმცა კურსის გავლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. მიღებულმა ცოდნამ სრული გამბედაობა მომცა, რომ საკუთარი ტურისტული კომპანია ჩამომეყალიბებინა.

რომ არა ეს კურსი, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გადავდგამდი ამ ნაბიჯს.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით კურსით დაინტერესებულ ადამიანებს?

მაქვს იდეები და განსაზღვრული მიმართულება, საითაც მინდა წავიდე. ჩემს გეგმებს ეტაპობრივად ვახორციელებ და საკუთარ საქმიანობას მუდმივად ვავითარებ.

კურსის გავლას ვურჩევ ყველას, ვისაც სურს ტურიზმის სფეროში საფუძვლიანად გარკვევა, საჭირო ცოდნის მიღება და პროფესიული საქმიანობის თავდაჯერებულად დაწყება. 

Discover Georgia ამაყობს ნანიკოს წარმატებით და უსურვებს მას პროფესიულ განვითარებას, საინტერესო პროექტებსა და მრავალი სამომავლო მიზნის განხორციელებას.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია:
https://www.discovergeorgia.ge/ka/product/25

 0322 15 10 00
 WhatsApp: 577 36 15 15
info@discovergeorgia.ge
www.discovergeorgia.ge

Discover Georgia – ცოდნიდან წარმატებულ კარიერამდე 

ატვირთვის თარიღი: 2026-09-15

arrow