დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

Sister Travels-ის დამფუძნებლის ნატა გაბულდანის ინტერვიუ

  735

"მოგესალმებით, ჩვენ ვართ დები და "Sisters Travel"-ის ისტორია შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საყვარელი ჰობი, მოგზაურობა, წარმატებულ და სრულფასოვან ბიზნესად იქცეს."


რატომ აირჩიე Discover Georgia- ტუროპერატორის სასწავლო კურსი?

"ჩვენ, მე და ჩემი და, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვართმე იურისტი ვარ, ჩემი და კი ფინანსისტი. წლების განმავლობაში ორივეს დაგვიგროვდა პროფესიული გამოცდილება ჩვენს სფეროებში და ვმუშაობთ კიდეც ჩვენი პროფესიებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი გვაკლდაეს პროფესიები, ჩვენი გატაცების ფონზე, საკმარისი აღარ იყო იმისთვის, რომ სრულყოფილად გამოგვეხატა საკუთარი თავი და მიგვეღწია იმისთვის, რაც ნამდვილად გვაბედნიერებდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის კონკრეტული გამოცდილება არ გვქონდა, მოგზაურობისადმი დიდი სიყვარული გვამოძრავებდა ყოველთვის და ხშირადაც ვმოგზაურობდით და ვმოგზაურობთ. სწორედ ამ გატაცებამ გვიბიძგა, დაგვეარსებინა ტურისტული კომპანია. გადავწყვიტეთ Discover Georgia- გამყვანი ტუროპერატორის კურსის გავლა, რადგან გვინდოდა სიღრმისეული ცოდნის მიღება და ტურისტული ბიზნესის ყველა ნიუანსის შესწავლა. ეს იყო შესაძლებლობა, მიგვეღო პროფესიონალური განათლება იმ სფეროში, რომელიც ასე გვაინტერესებდა".


რომელი იყო ყველაზე ღირებული ცოდნა კურსზე?

"სასწავლო კურსზე უამრავი ღირებული ცოდნა და უნარი შევიძინეთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ სიღრმისეულ ცოდნას, რომელიც არაჩვეულებრივმა ლექტორმა, ნინა კეკელიძემ, გადმოგვცა. მან არა მხოლოდ თეორიული მასალა მოგვაწოდა, არამედ პრაქტიკული რჩევები და გამოცდილება გაგვიზიარა, რაც უმნიშვნელოვანესია ტურისტული კომპანიის მართვისთვის. ამ ცოდნამ საშუალება მოგვცა, ჩვენი კომპანია "Sisters Travel" სრულფასოვანი და კონკურენტუნარიანი გაგვეხადა. ახლა ამ ცოდნას აქტიურად ვიყენებთ ტურების დაგეგმვაში, მომხმარებლებთან კომუნიკაციაში და ზოგადად, კომპანიის ყოველდღიურ ოპერირებაში".


როგორ დაეხმარა კურსი Sister Travel-ის განვითარებაში?

"ჩვენი ბიზნეს იდეატურისტული კომპანია "Sisters Travel" – ჩამოყალიბდა მოგზაურობისადმი ჩვენი მრავალწლიანი, ღრმა გატაცებიდან, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს იყო ბუნებრივი შედეგი ჩვენი საერთო ინტერესებისა და სურვილის, გაგვეზიარებინა ეს გამოცდილება სხვებისთვის. ვინაიდან ერთ დღეს ვართ დაბადებულები, თუმცა არ ვართ ტყუპები, სახელი "Sisters Travel" ძალიან სიმბოლურია ჩვენთვის. ჩვენ უკვე შექმნილი გვქონდა ჩვენი ტურისტული კომპანია, როდესაც Discover Georgia- სასწავლო კურსზე მოვხვდით. მანამდე გვქონდა ენთუზიაზმი და იდეა, თუმცა გვჭირდებოდა სიღრმისეული ცოდნა და პროფესიონალური გამოცდილება იმისთვის, რომ ჩვენი კომპანიისთვის სრულფასოვანი და სერიოზული სახე მიგვეცა. სწორედ ამ ეტაპზე ითამაშა სასწავლო კურსმა გადამწყვეტი როლი. Discover Georgia- გამოცდილმა გუნდმა მოგვცა ის ინსტრუმენტები და ცოდნა, რამაც ჩვენს უკვე არსებულ კომპანიას საშუალება მისცა, გადასულიყო განვითარების ახალ საფეხურზე. კურსის წყალობით შევიძინეთ საჭირო უნარები და ცოდნა, რაც საშუალებას გვაძლევს, სრულფასოვნად ვმართოთ "Sisters Travel" და კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის მოვემზადოთ".


რჩევა დაინტერესებულებისთვის

"გულწრფელად რომ გითხრათ, არ მიმაჩნია, რომ კურსის განმავლობაში რაიმე რთული ეტაპი იყო. თუკი კურსს ყურადღებით მიყვებით და სწორად იყენებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც Discover Georgia გაძლევთ, სირთულეს ვერ დაინახავთ. პროგრამა ისეა აგებული, რომ ყველაფერი ლოგიკურად და თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი. ამ კურსით დაინტერესებულ ადამიანებს ჩემი დიდი რეკომენდაციით მივმართავდი: ნუ დაფიქრდებით! ეს გუნდი მოგცემთ ისეთ ცოდნას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ სრულფასოვანი ტურისტული კომპანიის შექმნისთვის. მთავარია, მონდომება და მოტივაცია გქონდეთ და ყველაფერი გამოგივათ".


მომავლის გეგმები და მესიჯი

"Sisters Travel-ისთვის დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაგვიცნოს და რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავდეს. ჩვენი სლოგანია: "დატოვე კვალი მსოფლიოში Sisters Travel"-თან ერთად", და ვეცდებით, რომ ეს სლოგანი რეალობად ვაქციოთ ყველა ჩვენი მომხმარებლისთვის. იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ Discover Georgia- ტუროპერატორის კურსის გავლას, ვეტყოდი: ნუ დააყოვნებთ! ჩვენ ვართ ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ აქცია Discover Georgia- ჩვენი კომპანია სრულფასოვან ტურისტულ კომპანიად. უდიდესი რეკომენდაცია ნინას და მთელ გუნდს! მათგან მიღებული ცოდნა ფასდაუდებელია და ნამდვილად დაგეხმარებათ თქვენი ოცნებების ასრულებაში. წარმატებებს გისურვებთ ყველას"!


თუ გსურთ Sisters Travel-ის მსგავსი წარმატების ისტორიის შექმნა, გაიაზრე რომ ეს შენც შეგიძლია!

დარეგისტრირდი - დეტალური ინფორმაცია

Discover Georgia- ტურიზმის სასწავლო ცენტრი - თქვენი წარმატებული კარიერის დასაწყისი ტურიზმის სფეროში!

ატვირთვის თარიღი: 2025-08-04

arrow