2026 წლის 17 აპრილს გაიმართა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-სა და ტურისტული კომპანია აღმოაჩინე საქართველო-ს ერთობლივი საგანმანათლებლო კონკურსის – „აღმოაჩინე ის, რაც შენია“ დაჯილდოების ცერემონია. ინიციატივამ ქვეყნის მასშტაბით გააერთიანა ახალგაზრდა თაობა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მათი ინტერესები საქართველოს კულტურული და ტურისტული პოტენციალის მიმართ.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 200-მდე მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ 90-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლას. კონკურსმა მოიცვა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი – როგორც ქალაქები, ისე სოფლები, რაც მის მასშტაბსა და მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა შექმნეს ერთდღიანი ტურები სხვადასხვა მიმართულებით – კულტურული, ისტორიული, სათავგადასავლო, ეკო და საგანმანათლებლო. თითოეული ნამუშევარი შეფასდა ჟიურის მიერ წინასწარ განსაზღვრული 12 კრიტერიუმის მიხედვით, რის შედეგადაც გამოვლინდა 14 გამარჯვებული.
გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ პრიზები, ხოლო ყველა მონაწილესა და სკოლას – სერტიფიკატები და საჩუქრები. ნომინაციაში „SEU-ს აღმოჩენა“ გამარჯვებული გახდა ანნა გოგოხია (რუსთავის N3 საჯარო სკოლა), რომელმაც ფულადი პრიზი მიიღო. „აღმოაჩინე საქართველო“-ს რჩეული გახდა ლიზი კეშელავა (კოხნარის საჯარო სკოლა), რომელსაც გადაეცა ტურიზმის სასწავლო ცენტრის ვაუჩერი.
კონკურსის გამარჯვებულები (რეგიონების და სკოლების მიხედვით):
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია და იმედი L.
პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტები, მათ შორის თბილისის მერია, ჩოხატაურის, წალკისა და თელავის მუნიციპალიტეტები, რომლებმაც საკუთარი მუნიციპალიტეტების გამარჯვებულები დააჯილდოეს.
აღსანიშნავია, რომ SEU და „აღმოაჩინე საქართველო“ პარტნიორობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ საგანმანათლებლო მიმართულებით. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას, მათ პროფესიულ განვითარებას და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის უკეთ გააზრებას.
ატვირთვის თარიღი: 2026-04-17