რომაული არდადეგები
5 დღე /4 ღამე (შაბათი-ოთხშაბათი)
ტურის დაწყების თარიღები: 07.03.2026 დან 31.10.2026 მდე (ყოველ შაბათ დღეს)
|
შაბათი |
ჩაფრენა რომში. აეროპორტში კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება წარწერა Europe Voyage. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში. სურვილისამებრ ჩატარდება დამატებითი ექსკურსია : მარწყვის ქალაქი ნემი — ნემის ტბა — კასტელ განდოლფო“. ხანგრძლივობა — 3–4 საათი. ტურის განმავლობაში გავემგზავრებით ქალაქ კასტელ განდოლფოში, სადაც მდებარეობს რომის პაპის საზაფხულო რეზიდენცია. შემდეგ გავისეირნებთ ამ მყუდრო ქალაქში, სადაც ოდესღაც იყო ალბალონგას სამეფო — ადგილი, საიდანაც დაიწყო რომის ისტორია. ნემიში შეგეძლებათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ხელნაკეთი ღვინო და სხვადასხვა სანელებლები. თავისუფალი დრო. ღამე — სასტუმროში. |
|
კვირა |
რომი – საფეხმავლო ექსკურსია – კაპიტოლიუმის გორა – ღამის რომის ექსკურსია საუზმე სასტუმროში. რომის საფეხმავლო ექსკურსია: ნავონას მოედანი, პანთეონი, ვენეციის მოედანი. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ ჩატარდება დამატები ექსკურსია კაპიტოლიუმის გორაზე - ადგილი, სადაც წარმოიქმნებოდა ძველი რომი. აქ ნახავთ ცნობილ ბელვედერეს პანორამული ხედებით მარადიულ ქალაქზე (იდეალური ფოტოსესიისთვის), ასევე ძველ Santa Maria in Aracoeli ბაზილიკას, სადაც დაცულია სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი, წმინდა ელენას სამარხი და პინტურიკიოს ფრესკები. საღამოს – სურვილისამებრ ექსკურსია „საღამოს რომი“. კომფორტულ ავტობუსში გაემგზავრებით რომის საღამოს ქალაქში რომანტიკულ მოგზაურობაში, გადაიღებთ პალატინის ბორცვის პანორამულ ფოტოებს მზის ჩასვლისას, მოინახულებთ ესპანეთის მოედანს და ხალხის მოედანს, აღმოაჩენთ ისტორიული ცენტრის დამალულ კუთხეებს. ღამე – რომის სასტუმროში. |
|
ორშაბათი |
რომი – (ნეაპოლი, პომპეი) სურვილისამებრ ჩატარდება დამატებითი ექსკურსია ნეაპოლი-პომპეი (სრული დღე). შთამბეჭდავი ქალაქი პომპეი გაჩუქებთ დაუვიწყარ მოგონებებს და დაგაბრუნებთ ძველი რომის ეპოქაში, სადაც გაეცნობით ანტიკური ხანის სიმდიდრეებს და პომპეელთა შექმნილ ძეგლებს, რომლებიც პოპულარული იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეებში. ნეაპოლი არის პიცა „მარგარიტას“ სამშობლო, რომელიც ხის ღუმელში მზადდება. დიახ, ნეაპოლი არის ნამდვილი სამოთხე გურმანებისთვის, სადაც ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ზღვის პროდუქტები, შემდეგ კი გადაიღოთ ლამაზი ფოტოები ვეზუვის ვულკანისა და ნეაპოლის ყურის ფონზე. დაბრუნება და ღამისთევა რომში. |
|
სამშაბათი |
რომი – (ვატიკანი) საუზმე სასტუმროში. დამატებით იქნება შემოთავაზებილი ვატიკანის და წმინდა პეტრეს ტაძრის ექსკურსია. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტურმოში. |
|
ოთხშაბათი |
საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში. |
ღირებულებაში შედის:
დამატებითი ექსკურსიები (არ შედის ღირებულებაში):
ადგილზე აუცილებლად გადასახდელი:
რომის სასტუმრო 3* - 6 ევრო / კაცზე დღეში
დამატებითი ინფორმაცია:
ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთი და დაზღვევა, რომელიც შეგიძლიათ თავად უზრუნველყოთ ან ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
საუკეთესო სურვილებით,
Discover Georgia
ატვირთვის თარიღი: 2026-09-03