ტურისტული კომპანია "აღმოაჩინე საქართველო" დაფუძნდა 2011 წელს. დაფუძნების დღიდან კომპანიაში ფუნქციონირებს ორი ძირითადი ბირთვი:
1. ტურისტული კომპანია
o შიდა, შემომყვანი ტურიზმი
o გამყვანი ტურიზმი
o ავიაბილეთები
o საქმიანი ტურიზმი (MICE)
2. ტურიზმის სასწავლო ცენტრი
o შიდა, შემომყვანი ტუროპერატორის სასწავლო კურსი
o გამყვანი ტუროპერატორის სასწავლო კურსი
o ავიაბილეთების სასწავლო კურსი
„აღმოაჩინე საქართველო“ არის საქართველოს ტურიზმის ასოციაციის GTA-ს ოფიციალური წევრი 2016 წლიდან დღემდე. ასევე Europe Voyage-სა და Miray Cruise-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რის საფუძველზეც საქართველოს ყველა გამყვანი (500-ზე მეტი) ტურისტული კომპანია მარაგდება ამ ორი საერთაშორისო კომპანიის ტურისტული პაკეტებითა და კრუიზებით. კომპანია ყოველწლიურად ემსახურება როგორც ქართველ ასევე უცხოელ 100 000-ობით მომხარებელს, სთავაზობს მათ დაუვიწყარ, უსაფრთხო და მრავალფეროვან ტურისტულ მომსახურებას, ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაზე - პროდუქტების/მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიონალი კადრების მომზადება/გადამზადებაზე. ასევე, აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, ფორუმებსა და საქმიან შეხვედრებში, რაც ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებასა და ტურისტების ნაკადების ზრდაზეა ორიენტირებული.
მისია:
აღმოაჩინე საქართველოს მისიაა ტურისტების უზრუნველყოფა საუკეთესო და დაუვიწყარი მოგზაურობით. ჩვენ ვეხმარებით მათ რომ აღმოაჩინონ საქართველო ისევე როგორც შეიგრძნონ მსოფლიოს ქვეყნების მრავალფეროვნება. ჩვენი გუნდი მზად არის უმასპინძლოს და უხელმძღვანელოს სხვადასხვა ღონისძიებებს და ფესტივალებს. ჩვენ ვზრუნავთ ხარისხზე და ვცდილობთ გადავაჭარბოთ ჩვენი მომხმარებლების მოლოდინს.
კომპანიაში არსებული სასწავლო ცენტრის მისია არის სტუდენტების სწორი ჩართულობა ტურიზმის ინდუსტრიაში, მათი ცოდნის ამაღლება, ტურისტული სერვისების კულტურის დახვეწა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და სტუმართმოყვარე გარემოს შექმნა. კომპანია მუდმივად ახდენს ყველა არსებული თანამშრომლის გადამზადებას აღნიშნულ სასწავლო ცენტრშივე.
ხედვა:
ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერება პროფესიონალი კადრებით. მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი, კომფორტული და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება.
მთავარი ღირებულებები: