დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

ემოციური ინტელექტი

სასწავლო ცენტრი

  6500

150 Gel

„მე მინდა და მესმის შენი"

ემოციური ინტელექტის 1 დღიანი მასტერკლასი.

ბიზნესში კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ პროდუქტითა და სერვისით აღარ განისაზღვრება. დღეს, ხელოვნური ინტელექტის, სწრაფად ცვალებად გარემოში, წარმატებული კომპანიების მთავარი კაპიტალი ადამიანებია — მათი ემოციური მდგრადობა, კომუნიკაციის ხარისხი და ურთიერთობების ეფექტურად მართვის უნარი.

ემოციური ინტელექტი არის ის საფუძველი, რომელზეც იგება მაღალი ეფექტურობა, ძლიერი გუნდები და გამორჩეული სერვისი. ეს არ არის "რბილი" უნარი — ეს არის სტრატეგიული კომპეტენცია, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის შედეგებზე, მომხმარებლის გამოცდილებაზე და თანამშრომლების კმაყოფილებაზე.

ეს მასტერკლასი სპეციალურად შექმნილია მოქმედი კომპანიების საშუალო და ზედა რგოლის წარმომადგენლებისთვის და პასუხობს იმ რეალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ყოველდღიურად დგანან მენეჯერები, გაყიდვების გუნდები, ოპერაციული თანამშრომლები და მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციაში ჩართული პროფესიონალები.

თითოეული ემოცია ქმნის შთაბეჭდილებას, ხოლო თითოეული შთაბეჭდილება — კომპანიის რეპუტაციას.


ტრენინგის ძირითადი მიმართულებები:

„მე მინდა" — თვითცნობიერება და თვითრეგულაცია როგორ გავაცნობიეროთ საკუთარი ძლიერი მხარეები, ვმართოთ ემოციები და შევინარჩუნოთ ეფექტურობა მაღალი პასუხისმგებლობის პირობებში.

„მე შენი მესმის" — ემპათია და სოციალური ინტელექტი როგორ გავიგოთ მომხმარებლის, კოლეგისა თუ პარტნიორის რეალური საჭიროებები, შევქმნათ ნდობა და გრძელვადიანი ურთიერთობები.

თვითმოტივაცია — შედეგზე ორიენტირებული აზროვნება როგორ ვაქციოთ ყოველდღიური გამოწვევები პროფესიული ზრდისა და ბიზნეს შედეგების შესაძლებლობად.


ტრენინგზე შეიძენთ:

  • თვითცნობიერებისა და ემოციური მდგრადობის გაძლიერების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს
  • სტრესულ და სწრაფ გარემოში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარს
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესების ტექნიკებს
  • რთული სიტუაციებისა და კონფლიქტების პროფესიონალური მართვის მეთოდებს
  • გუნდური თანამშრომლობისა და შიდა კომუნიკაციის გაძლიერების პრაქტიკას
  • ლიდერული და თვითმოტივაციის უნარების განვითარების საფუძვლებს
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების კულტურის ჩამოყალიბებას

ტრენერი:

ნინო კეკელიძე

აფილირებული ასოცირებული პროფესორი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 

ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს დამფუძნებელი და დირექტორი

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი 

ტურიზმისა და ბიზნეს განვითარების ექსპერტი | ემოციური ინტელექტის, ლიდერობისა და კომუნიკაციის ტრენერი


ხელმისაწვდომი თარიღები: 11 მაისი / 12 მაისი / 13 მაისი / 14 მაისი / 15 მაისი, 2026 სესია: 16:00 – 19:00

ხანგრძლივობა: 3 საათი

ღირებულება: 150 ₾ / მონაწილე


რეგისტრაცია: სარეგისტრაციო ლინკი

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დღე და დაჯავშნეთ ადგილი — წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა.


„ძლიერი ადამიანები ქმნიან ძლიერ გუნდებს, ძლიერი გუნდები კი — გამორჩეულ გამოცდილებას."


გაეცანით ბლოგს ემოციური ინტელექტის შესახებ: ბლოგის ლინკი

ატვირთვის თარიღი: 2026-04-10



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow